NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია ვოლსკი: ადამიანები, ვინც ამ ბრალდებებს წარმოთქვამენ, ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები …

გია ვოლსკი: ადამიანები, ვინც ამ ბრალდებებს წარმოთქვამენ, ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები …

05 დეკ 2022 პოლიტიკა 256 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ადამიანები, ვინც ამ ბრალდებებს წარმოთქვამენ, ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები და სამოქალაქო პირების ბრძოლის ველზე მიატოვა და დიდი რაოდენობით ის ადამიანები, ვინც იმ რეზოლუციაზე ხელმოწერას ამართლებდა, რომელშიც საქართველო დადანაშაულებული იყო საომარი მოქმედებების დაწყებაში, – ასე უპასუხა გიორგი ვოლსკიმ ოპონენტების ბრალდებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს არ მიუსამძიმრეს.

ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გულწრფელად, უამრავი ადამიანი განიცდის. არ მეგულება არავინ – არც ხელისუფლებაში, არც მის მხარდამჭერებში, ვინც [არ განიცდის]. მთელი გულით, სულით, იმ ხალხთან, ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს. რასაკვირველია, პირადად მეც ვუსამძიმრებ [მათ]. ამ გლოვის ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც მე პირადად, ჩემს მეგობრებსაც, გუნდის წევრებსაც, რაღაცნაირად გვბოჭავს, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა. ვერ ვიტყვი, რომ იქ გულწრფელი გლოვა არ არის, მაგრამ რეალურად ხომ ვხედავთ, რომ ამ თემის პოლიტიკური რაკურსით წამოწევა დღის წესრიგიდან არ იხსნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

3 დეკემბერს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას მათი თანამებრძოლები ავრცელებენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო დეტალებს არკვევს. გავრცელებული ინფორმაციით, 5-ვე ქართველი ბახმუტთან რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერიშს შეეწირა.

კომენტარები

TOP გია ვოლსკი 2022-12-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გია ვოლსკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით გორგილაძე: რა უხერხული და რა სამარცხვინოა ის დუმილი, რომელიც ხელისუფლებაში ჩამოწვა

შემდეგი სტატია

მაია სანდუ: სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად

მსგავსი სტატიები

ბოკერიას რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება

ბოკერიას რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება

ირაკლი შალიკაშვილი 29 იან 2021
ფონდი „ქართუ“ თბილისს უსასყიდლოდ გადასცემს იპოდრომის ყოფილ ტერიტორიას, სადაც მისივე დახმარებით დედაქალაქის ცენტრალური პარკი გაშენდება

ფონდი „ქართუ“ თბილისს უსასყიდლოდ გადასცემს იპოდრომის ყოფილ ტერიტორიას, სადაც მისივე დახმარებით დედაქალაქის ცენტრალური პარკი გაშენდება

ირაკლი შალიკაშვილი 05 ოქტ 2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო

ნინო ჩხეიძე 21 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge