NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანჟეი დუდა: სალომე ზურაბიშვილს გადავუხადე მადლობა პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით

ანჟეი დუდა: სალომე ზურაბიშვილს გადავუხადე მადლობა პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით

05 დეკ 2022 პოლიტიკა 234 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არამარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის, – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ევროპული უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ.

„ჩემთვის უდიდესი პატივია ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვუმასპინძლო ამ რთულ პერიოდში, ამ რთულ დროს, როდესაც რუსული აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი უსაფრთხოება არის საფრთხის ქვეშ. ჩვენი საერთო, ევროპული უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ.

აღსანიშნავია, ჩვენი ტრადიციული ურთიერთობა პოლონეთსა და საქართველოს შორის, ჩვენი მეგობრული ურთიერთობა.

ქალბატონ პრეზიდენტს გადავუხადე უდიდესი მადლობა მისი პოზიციის გამო, პოზიციის, რომელსაც ქალბატონი პრეზიდენტი ამჟღავნებს და აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პოზიციის დაფიქსირება. ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არამარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის. მე მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა. პოლონური საზოგადოება და პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს.

გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას 2008 წელს. ჩვენმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, 2008 წელს, როდესაც საქართველოში ჩავიდა, ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება მაშინ ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო – „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ პოლონეთის რიგიც დადგება, ალბათ ამ აგრესიულ ისტორიაში“ და პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ მაშინ განაცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავაჩერებთ რუსეთს, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავს.

მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებს როგორც საქართველოს მხარე უკრაინისთვის დახმარების საკითხში“, – განაცხადა ანდჟეი დუდამ.

კომენტარები

TOP ანჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილი 2022-12-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან იოსელიანი: სამძიმრის გამოხატვა ყველაზე ნაკლებია, რაც შეუძლია ხელისუფლებამ გააკეთოს

შემდეგი სტატია

პუტინმა ლგბტ პროპაგანდის სრული აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

მსგავსი სტატიები

მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი ენმ-ს ლიდერების მიერ პროვოკაციული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული

მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი ენმ-ს ლიდერების მიერ პროვოკაციული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივნ 2019

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16,5% შეადგინა

21 ოქტ 2017
ოპოზიციის მაგიდის გარშემო შემოკრებილებს სააკაშვილის გავლენა შემოაქვთ

ოპოზიციის მაგიდის გარშემო შემოკრებილებს სააკაშვილის გავლენა შემოაქვთ

ირაკლი შალიკაშვილი 02 თებ 2021

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge