სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი მაქსიმუმს გააკეთებს, მიხეილ სააკაშვილის უფლებების და სიცოცხლის დასაცავად.
„სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა მისი დროებით სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე და სახალხო დამცველი განიხილავს ამ პროცესში ინტერვენციას და იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის წარდგენა შევძლოთ ან გვქონდეს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროდ ჩავთვალე, რომ მოგვენახულებინა.
თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაზედაც დღესაც ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად არის რთული, მძიმე და რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გააკეთებს სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.
კომენტარები