ზუგდიდში 2 დღეა 24 წლის ახალგაზრდას, საბა კვირკვიას ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„ვეძებთ!!!!!! ქალაქ ზუგდიდში!!!
თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ, ვინმემ სადმე ნახეთ, ყველანაირი ინფორმაციისთვის მომწერეთ ან დამირეკეთ!!!! ორი დღეა სახლიდან გავიდა და არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, არის მაღალი, გამხდარი, წვერებით. აცვია ლურჯი ქურთუკი ნაცრისფერი კაპიშონით. ჩემი ძმა არის მეგობრებო, ვინც არ იცით!!! საბა კვირკვია 24 წლის. თუ ამ პოსტს ვინმე განახებს, გთხოვ, დაგვიბრუნდი საბა.
გთხოვთ, გააზიარეთ გვერდზე და ჯგუფებში, რომ ნახოს ყველამ!!!!!
568000330 ჩემი ნომერია!!!“ – წერს ოჯახის წევრი.
კომენტარები