“შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ იმ ნაძვის ხეს.
ხვალ, კვირას 19.00 ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე. ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა ის ხალხი.
მადლობა იდეისთვის გულიკო ზუმბაძე” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “დროა”-ს ლიდერი ელენე ხოშტარია.
3 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქართველის, რომეო ფარულავას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში დაჭრილ მეთაურთან და უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად კვლავ ალყაში არიან სხვა ქართველებიც.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
კომენტარები