ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი მთავრობას გლოვის დღის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“6 ქართველი დავკარგეთ მტერთან ბრძოლაში ორ დღეში, ექვსი ლომივით ბიჭი – მთავრობავ, ნუ გაყურსულხარ – გლოვის დღე გამოსაცხადებელია! უნდა დავიტიროთ ჩვენი ბიჭები მთელმა ერმა! გეყოფათ ჩირგვებში ჯდომა, გაბედეთ! გლოვა მაინც გაბედეთ ხმამაღლა!” – წერს ელისაშვილი.
გარდაცვლილები არიან ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი, რომეო ფირჩხაია.
კომენტარები