აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ბაიდენი მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებას აპირებს.
„პრეზიდენტი იყო ძალიან თანმიმდევრული. მან ყველაფერი ნათლად თქვა გუშინ, ის არ აპირებს პუტინთან საუბარს ახლა. ის გამუდმებით ამბობს, რომ მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია განსაზღვროს, როდის და რა პირობებით უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები. ამჟამად ვაშინგტონი მოსკოვთან დიალოგისთვის უკრაინის პრეზიდენტის მზადყოფნას ვერ ხედავს“, – განაცხადა კირბიმ.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
კომენტარები