საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას.
უკრაინაში საქართველოს საელჩომაც დაადასტურა საქართველოს ხუთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.
ცნობილი გახდა დაღუპული ქართველი მებროლების ვინაობაც. ესენი არიან:
- ავთო რურუა;
- რომეო ფირჩახია;
- როლანდ კვარაცხელია;
- ბადრი მარკელია;
- მერაბ ალადაშვილი.
ქართული რაზმის წევრები “კადიროველთა” თავდასხმას ემსხვერპლნენ ბახმუტთან.
რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ბოლო, 28-ე ქართველი მებრძოლი, უკრაინაში პირველ დეკემბერს დაიღუპა.
კომენტარები