NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შალვა პაპუაშვილი: გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გვაქვს

შალვა პაპუაშვილი: გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გვაქვს

03 დეკ 2022 პოლიტიკა 212 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან გერმანიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.

„მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა, როგორც პარლამენტის წარმომადგენლებთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები. პირველი, ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პროცესს გერმანია უყურებს, როგორც შედეგზე ორიენტირებულ პროცესს და არა პროცესს პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობა, შემდეგ მოლაპარაკებები, ამ ყველაფრის ბოლოს იქნება აუცილებლად ევროკავშირის წევრობა. მეორე, გერმანია ხედავს ევროკავშირს როგორც ლისაბონიდან თბილისამდე, ეს ხედვა არის, რომ პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილიც და მიზანიც გაფართოების უნდა იყოს, რომ ეს სივრცე იქნას მოცული ევროკავშირის მხრიდან. მესამე, ჩვენ ბევრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იყო არასწორი, უმჯობესი იქნებოდა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი მინიჭებული, თუმცა აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ეტაპზე, სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღონ.

საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველო არამხოლოდ იმის გამო, რომ ის ისწრაფვის ევროკავშირში არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანი არის როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას და ამიტომ საქართველოს როლი რეგიონში და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით არის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, საქართველო, ქვეყანა რომელიც მდებარეობს შუა დერეფანში ევროპასა და აზიას შორის ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროკავშირის ენერგო დამოუკიდებლობისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

TOP შალვა პაპუაშვილი 2022-12-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP შალვა პაპუაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

CNN: უკრაინის დახმარების განსახილველად, ამერიკელი სენატორები საიდუმლო შეხვედრას გამართავენ

შემდეგი სტატია

ელისო კილაძე: დანიშნეთ პროცესი! ათ დღეს მიშა ვეღარ გაძლებს!

მსგავსი სტატიები

საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს

საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს

ირაკლი შალიკაშვილი 26 მარ 2020
“ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე”

“ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე”

ნინო ჩხეიძე 26 აგვ 2021
თბილისის მერიის სესხი რაში იხარჯება? კალაძეს ერთი Self-ის ჯოხი არ ჰყოფნის და ორით რომ იაროს

თბილისის მერიის სესხი რაში იხარჯება? კალაძეს ერთი Self-ის ჯოხი არ ჰყოფნის და ორით რომ იაროს

News 01 მარ 2019

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge