NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სალომე სამადაშვილი: ღმერთმა არ ქნას და კიდევ უფრო რომ დამძიმდეს სააკაშვილის მდგომარეობა და შესაძლო ფატალური შედეგი დადგეს, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა ამ სახელმწიფოსთვის

სალომე სამადაშვილი: ღმერთმა არ ქნას და კიდევ უფრო რომ დამძიმდეს სააკაშვილის მდგომარეობა და შესაძლო ფატალური შედეგი დადგეს, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა ამ სახელმწიფოსთვის

02 დეკ 2022 პოლიტიკა 255 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამ კონკრეტულ აქციაში პარტიულად მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მიერ 3 დეკემბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი გაუგებრობაა აქციის მიზნებთან და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

„ეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა, მათი პარტიული აქციაა. პარტიის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობა იყო. ჩვენ ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და კიდევ დავაფიქსირებთ, ხოლო რაც შეეხება ამ კონკრეტულ აქციას, პარტიულად მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. „ნაციონალურ მოძრაობაშიც კი გაუგებრობა იყო ამ აქციის მიზანთან თუ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება უზარმაზარი დარტყმა იქნება სახელმწიფოსთვის.

„ღმერთმა არ ქნას და მართლა რომ დამძიმდეს კიდევ უფრო მისი მდგომარეობა და შესაძლო ფატალური შედეგი დადგეს, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა ამ სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და გააღრმავებს საზოგადოებრივ კრიზისს. სწორედ ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაჭრა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ წლების განმავლობაში სააკაშვილის გვერდით სულ უფრო ნაკლები ადამიანი რჩებოდა, ვისაც შეეძლო ეთქვა, რეალურად რაც ხდებოდა საქართველოში.

„ნებისმიერი ხელმძღვანელის გარშემო არის ხალხი, რომელიც ყოველთვის აძლევს მაამებლურ ინფორმაციას, აძლევს ინფორმაციას, რომელიც იცის, რომ მას გაუხარდება და არის ხალხი, რომელიც ეუბნება სიმართლეს, თუნდაც არასასურველს. მე ვფიქრობ, რომ წლების განმავლობაში სააკაშვილის გარშემო უფრო და უფრო ნაკლები რჩებოდნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდა იმისი სურვილი ან წონა, რომ ეთქვა ობიექტური რეალობა და ნაკლებად ის, რისი მოსმენაც მას სურდა. ეს ყოველთვის სახიფათოა ნებისმიერი ადამიანისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

სალომე სამადაშვილი 2022-12-02
ნინო ჩხეიძე
Tags სალომე სამადაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩი პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი: სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით…

შემდეგი სტატია

მედია: პუტინი და ლუკაშენკო ერთმანეთს დეკემბერში მოსკოვში შეხვდებიან

მსგავსი სტატიები

„მარგველაშვილი რაც უფრო მეტ  უხეშ და უზრდელურ განცხადებას გააკეთებს, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო“

„მარგველაშვილი რაც უფრო მეტ  უხეშ და უზრდელურ განცხადებას გააკეთებს, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო“

21 ივლ 2018
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: სალომე ზურაბიშვილს გაეროში დავით ბაქრაძის დანიშვნა კვლავ არ მიაჩნია მიზანშეწონილად

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: სალომე ზურაბიშვილს გაეროში დავით ბაქრაძის დანიშვნა კვლავ არ მიაჩნია მიზანშეწონილად

ნინო ჩხეიძე 31 აგვ 2022
სერგეი შამბა: რუსეთთან შეერთების განწყობები არც ჩვენს პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს

სერგეი შამბა: რუსეთთან შეერთების განწყობები არც ჩვენს პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს

ირაკლი შალიკაშვილი 31 მარ 2022

უახლესი ამბები

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge