NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ოლაფ შოლცმა და ვლადიმერ პუტინმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს

ოლაფ შოლცმა და ვლადიმერ პუტინმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს

02 დეკ 2022 მსოფლიო 160 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს.

ოლაფ შოლცის პრესსპიკერის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გამოძებნოს უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიურად გადაწყვეტის გზა და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.

„კანცლერმა განსაკუთრებით დაგმო რუსეთის საჰაერო თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ხაზი გაუსვა გერმანიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა შოლცის პრესსპიკერმა.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც.

„განიხილეს რა უკრაინის გარშემო არსებული ვითარების სხვადასხვა ასპექტი, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტა რუსული ფუნდამენტური მიდგომები სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიის, დესტრუქციულ ხაზზე, რომლებიც კიევის რეჟიმს იარაღს აწვდიან, წვრთნიან უკრაინელ სამხედროებს. ეს ყველაფერი, ისევე როგორც უკრაინის ყოვლისმომცველი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, იწვევს იმ ფაქტს, რომ კიევი მთლიანად უარყოფს ნებისმიერი მოლაპარაკების იდეას. გარდა ამისა, ეს ახალისებს რადიკალ უკრაინელ ნაციონალისტებს, ჩაიდინონ სულ უფრო მეტი სისხლიანი დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა გერმანულ მხარეს, გადახედოს მიდგომებს უკრაინის მოვლენების კონტექსტში.

„აღინიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში იკავებდნენ თავს უკრაინის ტერიტორიაზე გარკვეულ სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებისგან, მაგრამ ახლა ასეთი ზომები გახდა იძულებითი და გარდაუვალი პასუხი კიევის პროვოკაციულ თავდასხმებზე რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ყირიმის ხიდსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე“, – აცხადებენ კრემლში.

კომენტარები

TOP ვლადიმერ პუტინი ოლაფ შოლცი 2022-12-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვლადიმერ პუტინი ოლაფ შოლცი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7056 ლარი გახდა

შემდეგი სტატია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპის რამდენიმე ქვეყნის უკრაინის საელჩოებმა სისხლიანი ამანათები მიიღეს, რომლებშიც …

მსგავსი სტატიები

ჩერნიგოვში დაბომბილი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან 33 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ჩერნიგოვში დაბომბილი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან 33 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ნინო ჩხეიძე 04 მარ 2022
მარია ზახაროვამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების უარყოფის შესახებ „ვიზა დისკრიმინაცია“ უწოდა

მარია ზახაროვამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების უარყოფის შესახებ „ვიზა დისკრიმინაცია“ უწოდა

ნინო ჩხეიძე 22 დეკ 2022
მედია: უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

მედია: უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

ნინო ჩხეიძე 11 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge