კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა განქორწინების ხანგრძლივი პროცესი დაასრულეს. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ყოფილმა მეუღლეებმა ქონების გაყოფისა და შვილების მეურვეობის შესახებ წინასწარი შეთანხმების მიღწევა მოახერხეს.
კარდაშიანი ყოველთვიურად 200 000 დოლარს მიიღებს უესტისგან. გარდა ამისა, სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და ბავშვების უსაფრთხოების ხარჯების ნახევარს ის დაფარავს. ყოფილ მეუღლეებს ჰყავთ ოთხი შვილი. People-ის მიერ მოპოვებული განქორწინების დოკუმენტების თანახმად, კიმ და კანიე შეთანხმდნენ მათზე ერთობლივ მეურვეობაზე.
კომენტარები