NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილი რომელ სერვისს ვერ იღებს? მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე მოხდება მისი რეაბილიტაცია?

ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილი რომელ სერვისს ვერ იღებს? მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე მოხდება მისი რეაბილიტაცია?

02 დეკ 2022 პოლიტიკა 261 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მიხეილ სააკაშვილს რომელი სერვისი ესაჭიროება და ვერ იღებს? მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი და იქ მოხდება მისი რეაბილიტაცია? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დედამ ლობისტები დაიქირავა, რაც ბადებს კითხვას, „სააკაშვილს ექიმის ესაჭიროება თუ ლობისტი?“.

„ჩვენ ვსვამთ კითხვას, სააკაშვილს რა სერვისი ესაჭიროება, რასაც ვერ იღებს? რომელი დარგის სპეციალისტს მოისაკლისებს, რომ ჩართული იყოს ჯანმრთელობის დაცვის პროცესში? ჩვენ ვეუბნებით, ჩამოვიყვანოთ ექიმი ნებისმიერი ქვეყნიდან. ისმება ერთგვარი რიტორიკული კითხვა, მაგრამ ამ რიტორიკულ კითხვას აქვს ძალიან დიდი საფუძველი, რომ სააკაშვილი მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი და იქ მოხდება მისი რეაბილიტაცია? რომელი სერვისი ესაჭიროება და ვერ იღებს? რომელი დარგის ექიმი ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ არის?

ნაცვლად ექიმისა თუ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისა, გაქანდნენ და ლობისტები დაიქირავეს. კითხვას ვსვამ, სააკაშვილს ექიმი ესაჭიროება თუ ლობისტი. ვისთან გააფორმა დედამისმა ხელშეკრულება და ვინ დაიქირავეს? ლობისტური კომპანია. როგორც ჩანს, სააკაშვილს ლობისტი ესაჭიროება და არა ექიმი. თუ აპოკალიფსური სურათია და წარმოუდგენელი რამ ხდება, რასაც თვითონ იძახიან, ლობისტები კი არ უნდა დაიქირაონ, უნდა ეძებონ ექიმი. ლობისტები დაიქირავეს ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე განარიდონ სააკაშვილი მართლმსაჯულებას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, ამაოა ის მცდელობა, რომ სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან განრიდება მოხდეს.

„საქართველოს კანონმდებლობა ნათლად განმარტავს, რომ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება სააკაშვილის ქვეყნის ფარგლებიდან გასვლა, ეს არის გამორიცხული, ჩვენი კანონმდებლობა ამას არ იცნობს, შესაბამისად აქ ყოველგვარი სპეკულაცია არის ამოწურული და მე ვფიქრობ ამაოა, რასაც მიკერძოებული ე.წ. ექსპერტები, მათ შორის „ემპათია“ და სხვები აკეთებენ.

რაც ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის „ემპათიის“ ექსპერტებისგან გვესმის, ეს არის პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ როგორმე სააკაშვილი განარიდონ მართლმსაჯულებას. ხაზს ვუსვამ, ჯერ კიდევ ძველ რომში იყო ასეთი გამოთქმა, „მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, თუნდაც ქვეყანა დაიქცეს“. შესაბამისად, ამაოა ის მცდელობა, რომ სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან განრიდება მოხდეს, ეს არ და ვერ გამოვა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

TOP ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილი 2022-12-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კელი დეგნანი: მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით

შემდეგი სტატია

კვლევა: პუტინს რუსეთის მოსახლეობის 78%-ზე მეტი ენდობა

მსგავსი სტატიები

ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ოდესმე პასუხისმგებლიანი ნაბიჯები გინახავთ? – ამ შემთხვევაშიც არ იქნება

ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ოდესმე პასუხისმგებლიანი ნაბიჯები გინახავთ? – ამ შემთხვევაშიც არ იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 27 სექ 2021
“რესპუბლიკური პარტია” დასავლეთის სახელმწიფოებს მიმართავს – დაახურინეთ უკრაინას საკუთარი ცა

“რესპუბლიკური პარტია” დასავლეთის სახელმწიფოებს მიმართავს – დაახურინეთ უკრაინას საკუთარი ცა

ნინო ჩხეიძე 10 მარ 2022
ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი

ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი

ირაკლი შალიკაშვილი 30 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge