NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ხუხაშვილი: სააკაშვილისგან ბევრია დაზარალებული … კობახიძე და თალაკვაძე ნამდვილად არ არიან დაზარალებულები, ერთი ბუჩქებში იჯდა და მეორე სააკაშვილს ცოლს ყავას უდუღებდა

ხუხაშვილი: სააკაშვილისგან ბევრია დაზარალებული … კობახიძე და თალაკვაძე ნამდვილად არ არიან დაზარალებულები, ერთი ბუჩქებში იჯდა და მეორე სააკაშვილს ცოლს ყავას უდუღებდა

01 დეკ 2022 საზოგადოება 184 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, „რომელ მშვიდობაზეა საუბარი ამ ქვეყანაში, როცა ყველაზე მეტად მშვიდობა „ქართულ ოცნებას“ არ უნდა“.

გია ხუხაშვილის თქმით, „აბა ომი გინდათ“ სლოგანმა კარგად იმუშავა და ძალიან ბევრ ადამიანს აურია ტვინი.

ხუხაშვილმა მმართველი გუნდის მხრიდან მშვიდობაზე საუბარს აბსოლუტური ფარისევლობა უწოდა.

„მოდი ასე ვთქვათ, ეს დღეს არ დაწყებულა, „აბა ომი გინდათ“ სლოგანი თვეების განმავლობაში ტრიალებს, ეს არის წმინდა პოლიტტექნოლოგიური თემა. მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებამ, რომელსაც ძალიან დიდი პრობლემა შეექმნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მათი პროგნოზი და ანალიზი მეტყველებდა იმაზე, რომ ეგონათ რუსეთი მალე გაიმარჯვებდა, მეორე დღეს შემოტრიალდებოდნენ ჩვენკენ და ისინი ამზადებდნენ ტრაქტატი 2-ის თემას.

მათი პროგნოზები არ გამართლდა. გამოვიდა, რომ ანალიზი იყო აბსოლუტურად ბრიყვული, მაგრამ მოხდა ისე, რომ მათთვის მათმა გზავნილმა საკმაოდ კარგად იმუშავა. ძალიან ბევრ ადამიანს აურიეს ტვინი.

აბსოლუტური ფარისევლობაა, რა მშვიდობაზე ლაპარაკობენ, ყველაფერს აკეთებენ რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა არ იყოს. მთავარი ინიციატორი ორპოლუსიანობის და დაპირისპირების თვითონ არიან. რა მშვიდობაზე ლაპარაკობენ? კობახიძის ყველა ფრაზა არის ცინიზმი, კონფრონტაციაზე და ვიღაცის გამოწვევაზე გათვლილი ნათქვამი.

ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი პრინციპები, არანაირი შეხედულებათა სისტემა. მშვიდობა, ვისაც არ უნდა ამ ქვეყანაში, ეს არის „ქართული ოცნება“ და ეს ძალიან აშკარაა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის საკითხს, გია ხუხაშვილის თქმით, ამ თემას თავიდანვე ჰქონდა სამი განზომილება.

გია ხუხაშვილის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის მოხსნა არ სურს.

„პოლიტიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული. პირველი ორი აღარ არსებობს, იმიტომ რომ პოლიტიკურად სააკაშვილის ფაქტორი იმდენად ძლიერი, რომ რეალურ საფრთხეს წარმოადგენდეს, აღარ არსებობს. სამართლებრივი არ არსებობს იმიტომ, რომ მას ასამართლებენ ადამიანები, რომლებიც მის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ თავის დროზე და დღეს მათდამი ნდობა არის პლინტუსს ქვემოთ.

ერთადერთი ჰუმანიტარული საკითხია დარჩენილი და აქაც ხელისუფლება ახერხებს, რომ თავდაყირა დააყენოს ადამიანური ლოგიკა. ადამიანური ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ ამ პოლარიზაციას ზუსტადაც რომ შეამცირებს აქედან მისი გაშვება და მისი ფაქტორის მოხსნა ქართული პოლიტიკიდან.

მეტსაც გეტყვით, სააკაშვილისგან ბევრია დაზარალებული, მათ შორის მეც ვარ დაზარალებული, კობახიძე და თალაკვაძე ნამდვილად არ არიან დაზარალებულები, ერთი ბუჩქებში იჯდა და მეორე სააკაშვილს ცოლს ყავას უდუღებდა. ეს ხალხი ახლა გამოდის და ამ მარაზმს ლაპარაკობს. სამართლებრივად 15 წელი იჯდება თუ 5 წელი, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია პოლიტიკური ვერდიქტი გამოსულია. თვითონაც დაისაჯა თავისი თავი, სისულელეები აკეთა, რას მორბოდა რომ მორბოდა.

მათ არ აწყობთ სააკაშვილის ფაქტორის მოხსნა ქართული პოლიტიკიდან, ენანებათ, იმიტომ რომ იმდენი ათამაშეს ამ წლების განმავლობაში ცუდსა და უარესს შორის არჩევანი, დემონიზაცია, სისხლიანი 9 წელი, ეს იყო მათი მატრიცა, მათ ხომ სხვა არგუმენტი არ აქვთ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

კომენტარები

TOP გია ხუხაშვილი 2022-12-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გია ხუხაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით დაანონსებულ აქციას არ დაესწრება

შემდეგი სტატია

გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა

მსგავსი სტატიები

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ნინო ჩხეიძე 01 ივნ 2022
ზაზა სარალიძე მიმართვას ავრცელებს

ზაზა სარალიძე მიმართვას ავრცელებს

01 ივნ 2018

„ლიკა ქავჟარაძის ამქვეყნიდან წასვლის ამბავი რომ გავიგე, მაშინვე გამახსენდა ბავშვობა“

13 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge