NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პაატა დავითაია: რუსები ძალიან გააქტიურდნენ ოკუპირებული ბიჭვინთის ხელში ჩასაგდებად

პაატა დავითაია: რუსები ძალიან გააქტიურდნენ ოკუპირებული ბიჭვინთის ხელში ჩასაგდებად

01 დეკ 2022 პოლიტიკა 260 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიას შეფასებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლა ოკუპირებულ სოხუმში და მისი შეხვედრები დე ფაქტო ლიდერებთან ადასტურებს იმ ზეწოლას, რაც რუსეთის მხრიდან აფხაზებზე გრძელდება.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ ფაქტთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება და შეფასება უნდა მოახდინოს.

„რუსები ძალიან გააქტიურდნენ ოკუპირებული ბიჭვინთის ხელში ჩასაგდებად. დღეს რუსებისთვის დაკეტილია თითქმის მთელი მსოფლიო. რუსეთის დუმის თავმჯდომარეს, რომელიც სანქცირებულია და არსად აღარ ჩაესვლება, ერთადერთ ადგილად რჩება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორია – აფხაზეთი. მან დააყენა საკითხი და მოაწერა ხელი საპარლამენტო თანამშრომლობაზე აფხაზეთის ე. წ. პარლამენტსა და რუსეთის სათათბიროს შორის დოკუმენტების რატიფიკაცისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთის სათათბირომ ცოტა ხნის წინ გაუკეთა რატიფიცირება ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სოციალური დახმარებების პაკეტს აფხაზეთისთვის, რაც არის აფხაზების „მოქრთამვა“ ბიჭვინთის საკითხის რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

რუსეთის დუმის თავმჯდომარემ სოხუმში ჩასვლით დაარღვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და „კანონი ოკუპაციის შესახებ.“ საქართველოს ხელისუფლებამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა მოახდინოს მკაცრი რეაგირება და შეფასება, რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

TOP პაატა დავითაია 2022-12-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP პაატა დავითაია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი: ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთი ევაკუაციისთვის ემზადება

შემდეგი სტატია

ნიკა მელია: “ვივამედის” ტერიტორიაზე ნებისმიერი საპროტესტო აქციის ჩატარება არაგონივრული იქნება

მსგავსი სტატიები

ანრი ოხანაშვილი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე – თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არასწორი ცვლილებაა …

ანრი ოხანაშვილი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე – თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არასწორი ცვლილებაა …

ნინო ჩხეიძე 17 დეკ 2020
ვეცდები დავიცვა ის ადამიანი იმიტომ, რომ მე ის ცოცხალი მჭირდება რომ გავიგო რა მოხდა,” – მაჩალიკაშვილი გოგაშვილზე საუბრობს

ვეცდები დავიცვა ის ადამიანი იმიტომ, რომ მე ის ცოცხალი მჭირდება რომ გავიგო რა მოხდა,” – მაჩალიკაშვილი გოგაშვილზე საუბრობს

სოსო ელისაშვილი 15 მაი 2019
ოპოზიციამ დააფიქსიროს, რამდენად სურთ არალეგიტიმურ პარლამენტში  კომიტეტების თავმჯდომარეობა

ოპოზიციამ დააფიქსიროს, რამდენად სურთ არალეგიტიმურ პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეობა

ირაკლი შალიკაშვილი 10 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge