NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მამუკა მდინარაძე: ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობას ჰყავს ლობისტი

მამუკა მდინარაძე: ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობას ჰყავს ლობისტი

01 დეკ 2022 პოლიტიკა 201 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც პიარ კომპანია ლობირებს თავისი პიარ სტრატეგიული მეთოდებით ავადმყოფობას და ამ ეგიდით ადამიანის გათავისუფლებაზე იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ეს არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა და საქმე გვაქვს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად არის შეთავაზება, რომ თუ რამე საქართველოში არ აკმაყოფილებს პაციენტს, პატიმარს, მის ადვოკატს, ოჯახს, მათ დაიქირავონ უცხოელი ექიმები, რომლებიც დამატებით იზრუნებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნაცვლად ამისა, მათ დაიქირავეს უცხოელი ლობისტები.

„ეს არის იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ არასდროს ყოფილა არც სამედიცინო და არც სამართლებრივი სფერო სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე თუ არა მძიმე, ფეიკი თუ ნამდვილი, რეალურად თავიდანვე ეს იყო პოლიტიკური პროცესი. როგორც პოლიტიკურ კონტექსტში გვისვამენ ამასთან დაკავშირებით შეკითხვებს, როგორც პოლიტიკურ კონტექსტში ამუნათებენ სახელმწიფოს, ასევე პოლიტიკურ კონტექსტში გრძელდება და ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, სხვა თუ არის მოიძიეთ, როდესაც ავადმყოფობას ჰყავს ლობისტი, როდესაც პიარ კომპანია ლობირებს თავისი პიარ სტრატეგიული მეთოდებით ავადმყოფობას და ამ ეგიდით ადამიანის გათავისუფლებაზე იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ეს არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა და გვაქვს საქმე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში.

სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად არის შეთავაზება, რომ თუ რამე რეალურად და ობიექტურად საქართველოში არ აკმაყოფილებს პაციენტს, პატიმარს, მის ადვოკატს, ოჯახს, მათ დაიქირავონ უცხოელი ექიმები, რომლებიც დამატებით იზრუნებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნაცვლად ამისა, მათ დაიქირავეს უცხოელი ლობისტები, „პიარშიკები“ იმისთვის, რომ ლობისტურმა კომპანიამ უზრუნველყოს ავადმყოფობის ლობირება, რაც უპრეცედენტოა. ეს არა მხოლოდ ეჭვებს აჩენს, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ მის პარტნიორებს, დავალების მიმცემებს, შემკვეთებს, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და აერია ეს ქვეყანა, არ აინტერესებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ აინტერესებთ აქედან გამომდინარე პიარული, პოლიტიკური და საქართველოსთვის მავნებლური შედეგი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

TOP მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილი 2022-12-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისის მხარდაჭერით გაფართოებული „კოფისტა“ მომხმარებელს განახლებული ბრენდით მოემსახურება

შემდეგი სტატია

თამარ ჩერგოლეიშვილი: ოპოზიციურ არხებზე ჭეშმარიტებად საღდებოდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს… დღეს ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს

მსგავსი სტატიები

“რისთვის, რა დავაშავე, მე ხომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვზრუნავ”

08 დეკ 2017
დაგროვებითი პენსია – საკონსტიტუციო სასამართლო პროგრამის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს

დაგროვებითი პენსია – საკონსტიტუციო სასამართლო პროგრამის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს

07 მარ 2019
ელენე ხოშტარია: არ ვაპირებ დანებებას, არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას

ელენე ხოშტარია: არ ვაპირებ დანებებას, არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას

ირაკლი შალიკაშვილი 09 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge