NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»ირაკლი კობახიძე: როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე

ირაკლი კობახიძე: როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე

01 დეკ 2022 ბიზნესი 151 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე, შენდება ახალი სახლები და ამ ბინების 80-90%- ს ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები, ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში 450 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხელისუფლება სიღარიბის განულებისკენ მიდის და ამას 2030 წლისთვის მიაღწევს.

“უპრეცედენტო ზრდას რაც შეეხება, ზედიზედ ორი წელი ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, შარშან იყო 10.5, წელს პირველი 10 თვის მონაცემებით, 10, რაც აღემატება იმას, რაც თავიდან იყო პროგნოზირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ციფრებში რომ გამოვხატოთ, თუ იყო შარშან წლის დასაწყისში 4250 დოლარი, ამ წლის ბოლოს გახდება 7800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. ეს არის ისეთი მონაცემები რაც მათემატიკური სიზუსტით დადგენადია. რა თქმა უნდა, ეს ზრდა თანაბრად ყველა მოსახლეზე არ აისახება, მაგრამ მარტივი მონაცემებია, მაგალითად მსოფლიო ბანკის, რომ სულ რაღაც 3-4 წლის წინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 850 000 ადამიანი, ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 000- ზე ნაკლები, ანუ 400 000- მა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები.

როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა (შეიძლება მცირეოდენი შეცდომა მომივიდეს, მაგრამ ბევრი არ იქნება), დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს უკვე 600 000- ს აღემატება, ხარისხიც არის გაუმჯობესებული მანქანების და რაოდენობაც. მოსახლეობა იგივეა რაც თბილისში იყო, მაგრამ ჰყავდათ 250 ათასი მანქანა და ახლა ჰყავთ 600 000. საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე. შენდება ახალი სახლები და ამ ბინებს ყიდულობენ ადამიანები, ამ შემთხვევაშიც, მინიმუმ 80-90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება და არა უცხოელებზე. ეს საიდან მოდის? ახალი ბინა ჩნდება და ახალი მეპატრონე, ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან. სამი მილიონ 700 ათას ადამიანზე ვერ გავრცელდება სამწუხაროდ ეს ზრდა თანაბრად, მაგრამ ვრცელდება საკმაოდ დიდ სეგმენტზე და ამას მიუთითებს ეს მონაცემები.

ესეც არ არის საკმარისი, როცა 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რა თქმა უნდა, ბედნიერი და გახარებული ვერ იქნები, მაგრამ მიმართულება არის სწორი და სწორედ ამას გვეუბნება სავალუტო ფონდი, რომ ჩვენ მოვახერხებთ 2030 წელს სიღარიბის განულებას, მთავარია აქეთ ვიაროთ და მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა,”- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე 2022-12-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: ოზურგეთის მერიამ მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს საკუთარი საქათმეების, საღორეების და საძროხეების შეკეთება აუკრძალა

შემდეგი სტატია

ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა გვაზიანებს – არ მინდა, მას ამ ქვეყნის მომავალი გადავაყოლოთ

მსგავსი სტატიები

ფინტექ ჰაკათონის გამარჯვებული ცნობილია

ფინტექ ჰაკათონის გამარჯვებული ცნობილია

თამუნა 16 მარ 2021
რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით – ტოიოტას ახალი მიზანი

რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით – ტოიოტას ახალი მიზანი

ირაკლი შალიკაშვილი 25 იან 2022
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14 სართულიანი კორპუსი ააშენა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14 სართულიანი კორპუსი ააშენა

თამუნა 12 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge