NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი კობახიძე: მართლა წარმოუდგენელია. თუ ჩეხეთის ელჩმა ასეთი რამ თქვა, დიპლომატიური რეაგირება გვექნება

ირაკლი კობახიძე: მართლა წარმოუდგენელია. თუ ჩეხეთის ელჩმა ასეთი რამ თქვა, დიპლომატიური რეაგირება გვექნება

01 დეკ 2022 პოლიტიკა 164 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ ჩეხეთის ელჩმა ასეთი რამ თქვა, დიპლომატიური რეაგირება გვექნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჩეხეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

როგორც კობახიძე აცხადებს, მსგავსი განცხადებები ჰქონდათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც, რაზეც მათ რეაგირება მოახდინეს და ასე მოიქცევიან ამ შემთხვევაშიც.

„არ ვიცი, პირველად მესმის ეს განცხადება, მაგრამ თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია, ასეთი განცხადებები თავის დროზე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და ყველამ უარყო აბსოლუტურად ასეთი რამ, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას სჭირდება რეაგირება, რადგან თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება, ამ შემთხვევაშიც ასეთი რეაქცია გვექნება, თუ ეს განცხადება გაკეთდა“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რა რეაგირება ექნებათ, კობახიძე ამბობს, რომ დიპლომატიური.

„დიპლომატიური რა თქმა უნდა, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

„მაგალითად, ამ წლის დასაწყისიდან, ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა. ასე რომ, საკმაოდ დარწმუნებული ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე 2022-12-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით სიხარულიძე: უკრაინაში რუსეთის დამარცხების შემდეგ დღის წესრიგში დადგება მსოფლიოს უსაფრთხოების ახალი სისტემის სრულყოფის საკითხი

შემდეგი სტატია

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7112 ლარი გახდა

მსგავსი სტატიები

მამუკა ხაზარაძეს აქვს რესურსი საზოგადოებაში „დამცველის“ იმიჯი შეიქმნას – დრო და ნიშა ახლა მისთვის ძალიან ხელსაყრელია

მამუკა ხაზარაძეს აქვს რესურსი საზოგადოებაში „დამცველის“ იმიჯი შეიქმნას – დრო და ნიშა ახლა მისთვის ძალიან ხელსაყრელია

ირაკლი შალიკაშვილი 09 ივლ 2019
რელიგიის თავისუფლების საკითხებში მინისტერიალზე ოკუპირებულ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებაზე ისაუბრებს

რელიგიის თავისუფლების საკითხებში მინისტერიალზე ოკუპირებულ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებაზე ისაუბრებს

ირაკლი შალიკაშვილი 18 ივლ 2019
გიორგი კვირიკაშვილი: მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ

გიორგი კვირიკაშვილი: მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ

14 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

  • ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

    ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge