NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისის მხარდაჭერით გაფართოებული „კოფისტა“ მომხმარებელს განახლებული ბრენდით მოემსახურება

თიბისის მხარდაჭერით გაფართოებული „კოფისტა“ მომხმარებელს განახლებული ბრენდით მოემსახურება

01 დეკ 2022 ბიზნესი 148 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კომპანია „კოფისტას“ და თიბისის ურთიერთობა 2020 წელს, პანდემიის
პერიოდში დაწიყო, დღესათვის კი ამ თანამშრომლობის შედეგები კომპანიის
განახლება – მისი გაფართოებაში – ახალი საწარმოს გახსნასა და რამდენიმე
მნიშვნელოვანი ფილიალის დამატებაში აისახება.
თიბისის მხარდაჭერით განახლებული, თანამედროვე ტექნოლოგიით
აღჭურვილი და 30 თანამშრომელთან ერთად საწარმო, 2021 წლიდან
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს და „კოფისტას“
10 ფილიალს და კაფეს ტიპის 10-მდე სხვა ობიექტს ამარაგებს.
„კოფისტა“ ქართულ ბაზარზე 2015 წელს, რუსთაველის გამზირზე გახსნილი
ფილიალით გამოჩნდა და მომხმარებლის გული მალევე მოიგო, რაც გემრიელი
ყავისა და პურ-ფუნთუშეულის განსხვავებული, ჯანსაღი გემოს გარდა,
მომსახურების მაღალმა ხარისხმა და კაფეში შექმნილმა მყუდრო,
მეგობრულმა ატმოსფერომაც განაპირობა. სწორედ პროდუქციისა და
მომსახურების ხარისხი გახდა რამდენიმე წელიწადში „კოფისტას“
ცნობადობისა და მისი მუდმივი მოხმარებლის სწრაფი ზრდის საფუძველიც,
რამაც მალევე კომპანიის გაფართოება გახადა საჭირო.
რუსთაველის ფილიალს მალევე დაემატა ჭავჭავაძის, ლესელიძის და სხვა
ფილიალები, პარალელურად კი გამრავალფეროვნდა და დაიხვეწა
პროდუქციაც – 12 სახის პროდუქტით დაწყებული წარმოება დღეისათვის
უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებული პურ-ფუნთუშეულის,
საკონდიტრო ნაწარმისა თუ სალათების 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს
ითვლის, რასაც ემატება „კოფისტას“ უკვე სახელგანთქმული ყავისა და ჩაის
ფართო ასორტიმენტი.
„პანდემიის პერიოდში შექმნილი სირთულეების მიუხედავად, თიბისის
მხარდაჭერით, ჩვენმა გუნდმა მოახერხა არა მხოლოდ ბრენდის შენარჩუნება
და ფეხზე დაყენება, არამედ ახალი ფილიალების გახსნაც. მათ შორის
განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუთაისის აეროპორტის ფილიალი, რომელიც
დიდი წარმატებით მუშაობს. გარდა ამისა, მივხვდით, რომ ცვლილებები იყო
საჭირო ბრენდში, მომსახურებაში, პროდუქციის წარმოებაში, ამიტომ
შევუკვეთეთ სოციოლოგიური კვლევები, რომელთა საფუძველზეც დავგეგმეთ
და ოქტომბის თვეში დავიწყეთ რებრენდინგი. შეიცვალა ლოგო, ასორტიმენტი
კი, განსაკუთრებით საკვების და სნექების მიმართულებით, გაფართოვდა.
ბრენდი გაახალგაზრდავდა, ჯანსაღ ცხოვრებაზე, ლანჩზე ორიენტირებული
ადამიანებისთვის დავიწყეთ მუშაობა, დავახლოვდით მოზარდების

სეგმენტთან, მოწვეულ ედვაიზორებთან და შეფ მზარეულთან ერთად
შევქმენით ახალი სტრატეგია, რომელსაც ნაბიჯნაბიჯ მივყვებით. ეს პროცესი
საბოლოოდ იანვარში დასრულდება. შიდა ვიზუალის მხრივ „კოფისტას“
გასართობ და თავშეყრის ადგილად ვაქცევთ, სადაც ყველა მომხმარებელს
დემოკრატიული გარემო და გემრიელი ასორტიმენტი დახვდება,“ – ამბობს
კოპანია „კოფისტას“ დამფუძნებელი, მიხეილ ფარულავა.
თუმცა „კოფისტა“ მხოლოდ ამ სიახლეებით არ შემოიფარგლება და
მომხმარებელს სამომავლო პროექტებსაც უანონსებს: მომავალი წლისთვის
უკვე დაგეგმილია რამდენიმე ფილიალის დამატება თბილისში და „კოფისტას“
გახსნა რეგიონებშც, პირველ ეტაპზე – ბათუმსა და ქუთაისში. 2023 წლის
ბოლოსთვის კომპანიის გუნდი მომხმარებელს, „კოფისტას“ ფილიალების 20-
მდე გაზრდას ჰპირდება, რასაც უკვე შემუშავებული ფრენჩაიზინგის მოდელი
შეუწყობს ხელს. უახლოესი 5 წლის განვითარების სტრატეგია ფრენჩაიზინგის
ქვეშ აქტიურ განვითარებას გულისხმობს, რაც ბრენდის ქვეშ ობიექტების
გახსნას ევროპულ დედაქალაქებშიც მოიაზრებს.

კომენტარები

TOP თიბისი 2022-12-01
თამუნა
Tags TOP თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნა

შემდეგი სტატია

მამუკა მდინარაძე: ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობას ჰყავს ლობისტი

მსგავსი სტატიები

აზარტული თამაშები და შემაშფოთებელი სტატისტიკა

აზარტული თამაშები და შემაშფოთებელი სტატისტიკა

სოსო ელისაშვილი 27 მარ 2018
თიბისის მხარდაჭერით Mova Jewelry-მ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა გამართა

თიბისის მხარდაჭერით Mova Jewelry-მ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა გამართა

თამუნა 25 მარ 2021
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – “ლარის კურსი: ზომიერად ოპტიმისტური”

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – “ლარის კურსი: ზომიერად ოპტიმისტური”

თამუნა 07 თებ 2022

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge