NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისიმ ბაინანსთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა

თიბისიმ ბაინანსთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა

01 დეკ 2022 ბიზნესი 178 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისიმ თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო კომპანია ბაინანსთან – ბლოკჩეინ
ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის მსოფლიოს წამყვან
პროვაიდერთან.
2022 წლის 30 ნოემბერს ბაინანსის აღმასრულებელი დირექტორი, ჩანპენ ჯაო (CZ) და
თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ერთმანეთს შეხვდნენ თიბისი
კონცეპტის სივრცეში, სადაც განიხილეს თანამშრომლობის ის სფეროები, რომლებსაც
ნოემბერში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს.
ეს არის ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტო თანამშრომლობა, რომლის
მხარეებიც არიან, ერთი მხრივ, მსოფლიოს წამყვანი კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ
ინფრასტრუქტურის პროვაიდერი ბაინანსი და, მეორე მხრივ, რეგიონის ლიდერი
საფინანსო ინსტიტუტი და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია – თიბისი. ორი დიდი
ბრენდის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვირტუალური აქტივების
ბაზრისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარებას, როგორც საქართველოში, ისე
მთლიანად კავკასიის რეგიონში.
მემორანდუმის მიხედვით, ბაინანსი და თიბისი დაინტერესებულები არიან
საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრების განვითარებითა და გრძელვადიანი
და მდგრადი თანამშრომლობით. როგორც ბაინანსის პარტნიორი, თიბისი
უზრუნველყოფს ანგარიშებს კრიპტოვალუტის კონვერტირებისა და ადგილობრივ
ვალუტაზე გადასაცვლელად, რათა ადგილობრივმა მომხმარებლებმა შეძლონ „ბაინანს
საქართველოს“ პლატფორმაზე კრიპტოვალუტის შეძენა და გაყიდვა ლარის
გამოყენებით. გარდა ამისა, თიბისი და ბაინანსი განიხილავენ ბაინანსის ბარათის
გამოშვებას. ბაინანსი კი, თავის მხრივ განიხილავს თიბისი ბანკისა და მისი შვილობილი
კომპანიებისთვის კრიპტოსაბროკერო API-ს შეთავაზებას, რათა თიბისის მომხმარებლებს
საინვესტიციო პლატფორმებზე კრიპტოვალუტით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
საფინანსო რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზისით, ბაინანსი
კრიპტოინდუსტრიის უდავო ლიდერია. კომპანია იცავს გლობალურ სანქციებს, ფულის
გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პრინციპებს და პროაქტიულად იყენებს საეჭვო
ანგარიშებისა და თაღლითური ოპერაციების ამოცნობის მექანიზმებს. დაცვის ამ
მექანიზმებისა და რეგულაციებთან შესაბამისობის პროგრამის გათვალისწინებით,
ბაინანსი თიბისისთვის სანდო და სტაბილური პარტნიორია, რომელიც ქართველ
მომხმარებელს მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს შეუქმნის
კრიპტოსავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად.
„დღეს დავაანონსეთ თიბისისა და ბაინანსის პარტნიორობა, რაც ჩვენი მომხმარებლების
ცხოვრების გამარტივებას ემსახურება. 2023 წლიდან, ნებისმიერ მსურველს შეეძლება,
ბაინანსის პლატფორმაზე შეიძინოს და გაყიდოს კრიპტოვალუტა თიბისი ბანკის
გადახდის არხების გამოყენებით. მჯერა, რომ ბაინანსი პასუხისმგებლიანი გლობალური
მოთამაშეა, რომელიც კარგად აცნობიერებს კრიპტო ინდუსტრიის რისკებს, იცავს

საერთაშორისო სანქციებს და ხელმძღვანელობს ფულის გათეთრებასთან/ტერორიზმის
დაფინანსებასთან ბრძოლის პროცედურებით (AML/CTF). ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია,
ხელი შევუწყოთ მომხმარებელთა შორის ფინანსური წიგნიერებისა და ცნობიერების
ამაღლებას და ამ გზით მათთვის დამატებითი ღირებულება შევქმნათ. გვჯერა, რომ
ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ვირტუალური აქტივების ბაზრების
განვითარებას და დიდად წაადგება ჩვენს მომხმარებელს,“ – აცხადებს ვახტანგ
ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

კომენტარები

2022-12-01
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზელენსკიმ მასკი უკრაინაში მიიწვია

შემდეგი სტატია

პაატა მანჯგალაძე: …პიარი, რომ ის 2012 წლამდე საშინელებებს სჩადიოდა და კარგია, რაც სჭირს, სვავური პოლიტიკაა

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ახვლედიანის ქუჩაზე  სასტუმრო Ibis Budget Concert Hall გაიხსნება

საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ახვლედიანის ქუჩაზე სასტუმრო Ibis Budget Concert Hall გაიხსნება

თამუნა 17 ივლ 2020
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თამუნა 18 ოქტ 2021
ახალი ნაბიჯი მობილურ ინოვაციებში: წარმოგდგენთ Galaxy Z Fold3 5G და Galaxy Z Flip3 5G – გადაშალე ახალი ინოვაციების სამყარო Samsung მობილური გამოცდილების ახალ სტანდარტს აწესებს, პრემიუმ კლასის მძლავრი  დასაკეცი სმარტფონებით

ახალი ნაბიჯი მობილურ ინოვაციებში: წარმოგდგენთ Galaxy Z Fold3 5G და Galaxy Z Flip3 5G – გადაშალე ახალი ინოვაციების სამყარო Samsung მობილური გამოცდილების ახალ სტანდარტს აწესებს, პრემიუმ კლასის მძლავრი დასაკეცი სმარტფონებით

თამუნა 16 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge