NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თამარ ჩერგოლეიშვილი: ოპოზიციურ არხებზე ჭეშმარიტებად საღდებოდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს… დღეს ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს

თამარ ჩერგოლეიშვილი: ოპოზიციურ არხებზე ჭეშმარიტებად საღდებოდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს… დღეს ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს

01 დეკ 2022 პოლიტიკა 276 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა: „მამაჩემმა თავი მოიტყუა წლების განმავლობაში. მას გაფილტრული ინფორმაცია მისდიოდა. თვითონაც ფილტრავდა“.

ჩერგოლეიშვილის თქმით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ოპოზიციურ არხებზე მითოლოგიზებულად შუქდებოდა – უდავო ჭეშმარიტებად საღდებოდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინა ივანიშვილის შიშის ზარს დასცემდა.

„ედუარდ სააკაშვილს აქებს ახლა ყველა. ვუერთდები ქებას. ოღონდ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მისი ნათქვამის, მისი შინაარსის გამო აქებს.

ედუარდმა თქვა, რომ მამამისს მისდიოდა „გაფილტრული ინფორმაცია”, რომ „თვითონაც ფილტრავდა” და იმას ხედავდა, რისი დანახვაც თვითონ უნდოდა.

ედუარდმა თქვა,  რომ სააკაშვილის მოლოდინები და რეალობა ერთმანეთს იყო აცილებული და ამიტომ იყო ჩამოსვლა დიდი შეცდომა. მე მგონი ამაზე დავას არ დამიწყებთ. ვისთანაც შეიძლება ვისაუბრო, ეს ალბათ ყველას ერთნაირად გვესმის.

ვისაც ასე არ ესმის – არ დამელაპარაკოს, დავბლოკავ – ბაბილონის გოდოლი ტელემედიაშიც გვეყოფა.
მოკლედ, სააკაშვილს რეალობაზე დამახინჯებული წარმოდგენა ჰქონდა და ამან განაპირობა, რომ ახლა ასე ცუდადაა, ხვდება და გაუშვით, აღარ იზამსო – შვილი ამას ამბობს.

ახლა მინდა, რომ მითხრათ ერთი სატელევიზიო ეთერი, რომელიც ამ თემაზე დისკუსიას მიეძღვნა. გაიხსენეთ დისკუსია, სადაც მოგვეცა შესაძლებლობა არგუმენტებით გვემსჯელა, აგვეწონ-დაგვეწონა, დაგვეთვალა ამ იდეის ავკარგიანობა. ასეთი რამე არ ყოფილა.

ყველა სატელევიზიო დისკუსია ამ საკითხზე იყო სრულიად მითოლოგიზებული – ოპო არხებზე უდავო ჭეშმარიტებად საღდებოდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს, ბიძინა გაიქცევა, ხალხი ქუჩაში გამოვა და … მერე როგორცაა.

არ მოგვცემია საშუალება ჩვენ – ვინც არსად მივცოცავდით და რეალობის სახეში მიხლის არ გვეშინოდა ამ თემაზე „ნაციონალური“ მედიის ეთერიდან გვემსჯელა – აგვეწონ-დაგვეწონა. მოღალატეებად და გიჟებად ვიყავით შერაცხილი და „დაქენსელებული”. ახლა ედუარდის აზრებს ბევრი იწონებთ – უსაფრთხოა და იმიტომ.

მაგრამ გიჭირთ გაიგოთ, რატომ ვერჩი არასასურველი სპიკერების და დისკუსიების ჩახშობის გამო ოპოზიციურ ტელემედიას!

რასაც ედუარდი ამბობს, მაგას ვიძახით 2013 წლიდან შიგნით და პირისპირ მიშასთან. 2016 წლიდან საჯაროდ!

მაგრამ ამ სათქმელს ბლოკავდნენ – ფილტრავდნენ. დღეს, ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა. და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს. (იმედია პიროსივით).

ამიტომ ან უნდა გაიხსნან დისკუსიისთვის, ან ბოლომდე დისკრედიტირდნენ და მათით მოყენებული ზიანი ამ გზით შევამციროთ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი ედუარდ სააკაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილი 2022-12-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი ედუარდ სააკაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა მდინარაძე: ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობას ჰყავს ლობისტი

შემდეგი სტატია

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე: თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნოვაია-კახოვკას დაიკავებენ, ფაქტობრივად, მათ ყირიმისკენ არანაირი დაბრკოლება აღარ ხვდებათ

მსგავსი სტატიები

არასწორი ანალიზი კეთდება” – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის რეკორდულ გაუფასურებაზე

არასწორი ანალიზი კეთდება” – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის რეკორდულ გაუფასურებაზე

ირაკლი შალიკაშვილი 24 მაი 2019
„პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ უმცირეს მონაკვეთში ჩვენ დავდებთ შედეგს “

„პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ უმცირეს მონაკვეთში ჩვენ დავდებთ შედეგს “

01 ივნ 2018
ასლან ბჟანია:  ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა – იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე

ასლან ბჟანია: ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა – იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე

ნინო ჩხეიძე 28 სექ 2022

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge