NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ალუდა ღუდუშაური რომან გოცირიძეს: ახლა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწვდნენ, თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა

ალუდა ღუდუშაური რომან გოცირიძეს: ახლა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწვდნენ, თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა

01 დეკ 2022 პოლიტიკა 174 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახლა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწვდნენ, თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობენ.

ღუდუშაურის შეფასებით, აღნიშნული კანონი აუცილებლად მხარდასაჭერია და სასოწარკვეთილი, ჰაერიდან მოტანილი კრიტიკა არ სჭირდება.

„მართლაც გაუგონარი უტიფრობის მომსწრენი ვართ. არაერთხელ მოგვისმენია და დაგვინახავს „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ამ რადიკალი ჯგუფისგან უტიფრობა, მაგრამ დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის სრული ანომალია. ამ ადამიანებს, რომ არც სინდისთან, არც ნამუსთან და არც მორალთან არ აქვთ კავშირი, ესეც კარგად არის ცნობილი, მაგრამ ვინ, ვინ და „ნაციონალური მოძრაობა“ გვესაუბრება ჯანდაცვის სისტემაზე, რომლის დროსაც ადამიანები ყიდდნენ სახლებს და დღესაც მოჰყვებათ მაშინდელი ვალები, რომ თავიანთი ჯანმრთელობა გადაერჩინათ. გამოდის ბატონი რომანი და სხვები და ლაპარაკობენ, რომ თურმე რაღაც სასწაული ხდება. ეს არის ძალიან მაგარი რამე და ამას არ სჭირდება სასოწარკვეთილი, ჰაერიდან მოტანილი კრიტიკა. რა ლოგიკით საუბრობთ?! რა ჯანდაცვის სისტემა გქონდათ?! როგორ მართავდით და ახლა, კიდევ უნდა დაიწყოთ ლაპარაკი?! არ გრცხვენიათ მაინც?! ძალიან მაგარი რამ კეთდება და ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდში დგომა სჭირდება. მთავრობამ პრემიერის თაოსნობით გააკეთა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ვინც მოწყვლადი ჯგუფია და ვისაც სჭირდება ეს მედიკამენტები, მათთვის ხელმისაწვდომია. ეს რეფორმა არის მხარდასაჭერი და ამას თვალი უნდა გაუსწოროთ. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ ჯანდაცვის სამინისტრო და გვერდში დგომა გაქვთ ჩვენი და ჩვენი საზოგადოების. ბატონი რომანი და სხვები „ნაცმოძრაობიდან“ მხარს თუ არ დაგიჭერენ და გაგაკრიტიკებენ ამით უნდა მიხვდეთ, რომ კარგ რამეს აკეთებთ. როდის რა გაუკეთებიათ წამოდგნენ და თქვან, რა გაუკეთებიათ რომელიმეს თავიანთ სფეროში?!. ახლა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვდნენ, თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა, წამლებს გადაწვდით და იმას აკრიტიკებთ, რომ თურმე რაღაც ხდება. დაწყნარდით და დამშვიდდით“, – მიმართა ღუდუშაურმა რომან გოცირიძეს.

თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ალუდა ღუდუშაურის განცხადებაზე, აღნიშნა, რომ „პოლიტიკურ ჭიაღუებს“ პასუხს არ გასცემს.

კომენტარები

TOP ალუდა ღუდუშაური რომან გოცირიძე 2022-12-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ალუდა ღუდუშაური რომან გოცირიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა გვაზიანებს – არ მინდა, მას ამ ქვეყნის მომავალი გადავაყოლოთ

შემდეგი სტატია

სიღნაღის მუნიციპალიტეტი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაზიანდა

მსგავსი სტატიები

წარმოუდგენელ რისხვას დაიტეხს თავს ბიძინა ივანიშვილი თუ ის სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ეკურკურება

წარმოუდგენელ რისხვას დაიტეხს თავს ბიძინა ივანიშვილი თუ ის სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ეკურკურება

ირაკლი შალიკაშვილი 26 აპრ 2022
გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

ნინო ჩხეიძე 11 აგვ 2022
გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მივიდა

გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მივიდა

13 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge