NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»უცნობი ფაქტები ფრენკ სინატრას შესახებ

უცნობი ფაქტები ფრენკ სინატრას შესახებ

30 ნოე 2022 კულტურა 181 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ადრეული 1940-იანი წლებიდან ფრენკ სინატრას პოპულარობა მთელი მსოფლიოს გარშემო იზრდებოდა. ქარიზმატულობა, მანათობელი, ლურჯი თვალები, ძლიერი, სახასიათო ხმა და ელეგანტური სტილი, არასრული ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რის გამოც მომღერალი ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავად იქცა.

ფრენკი სამშობიარო ტრამვით დაიბადა. როცა სამყაროს მოევლინა, თითქმის არ სუნთქავდა და ლურჯი შეფერილობა ჰქონდა, ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა, თუმცა მისმა ბებიამ სინატრა ონკანის ცივ წყალში აბანავა და ბავშვი გადარჩა. მას სახეზე შრამიც კი დარჩა, რასაც მთელი ცხოვრება განიცდიდა და ვერ ეგუებოდა.

მისი მშობლები იტალიელი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობდნენ. მამამისი ბოქსში მსუბუქი წონის ჩემპიონი იყო, ხოლო დედამისს, დელა სინატრას, საიდუმლო ცხოვრება ჰქონდა. იგი მიწისქვეშა დაწესებულებაში მუშაობდა, სადაც ადგილობრივ, იტალიელ ემიგრანტებს, კათოლიკე გოგონებს ორსულობის შეწყვეტაში ეხმარებოდნენ. როგორც მოგვიანებით, სინატრას ოჯახი იხსენებდა, ეს არარეგალური დაწესებულება ბევრ საიდუმლოს მალავდა.

ფრენკის ოჯახი და მასწავლებლები მის მიმართ ცუდად იყვნენ განწყობილნი. ამბობენ, რომ მომღერალს ბავშვობაში დედა სცემდა. როდესაც სინატრამ სურვილი გამოთქვა, მომღერალი გამხდარიყო, მათ უარყვეს და უთხრეს, რომ უნიჭო იყო და ვერაფერს მიაღწევდა. თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა და სურდა ყველასთვის საწინააღმდეგო დაემტკიცებინა.

მიუხედავად მისი აურაცხელი თაყვანისმცემლებისა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მომღერალს ქვეყნის წინაშე ვალდებულებისგან გაქცევაში ადანაშაულებდნენ. მე-2 მსოფლიო ომის დროს, იგი არმიას არ შეურთდა, რის გამოც ბრალს სდებდნენ, რომ ექიმს 40 000$ გადაუხადა, რათა სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად გამოეცხადებინა. თუმცა FBI-ის გამოძიების შემდეგ ასეთი რამ არ დადასტურდა და ოფიციალურ მიზეზად მისი ნაიარევი, ასევე რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა დასახელდა.

ზოგიერთი ადამიანი ფრენკის წარმატებას მაფიასთან კავშირსაც მიაწერდა და მომღერალს კრიმინალურ წრეებთან კავშირში ადანაშაულებდა. ფრენკი მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა მძიმე დეპრესიით და ხასიათის სწრაფი ცვლილებებით იტანჯებოდა. უჭირდა აგრესიის მართვა ჟურნალისტების და პაპარაცების მიმართ.

სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობებისა და რომანების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო მისი ქორწინება ავა გარდნერთან. მან ამის პირობა მაშინ დადო, როცა ჟურნალში ავას ფოტო პირველად იხილა. ფრენკი შეპყრობილი იყო მისით, თუმცა ეს ქორწინებაც წარუმატებლად დასრულდა.

ექსტრაორდინალური და გლამურული ცხოვრების მიღმა მრავალი ბნელი ფაქტი იმალებოდა, რომელიც ფრენკის ცხოვრებაზე უარყოფით გავლენას ახდენდა, თუმცა იგი დღემდე მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ლეგენდაა.

წყარო/ფოტო: Factinate

კომენტარები

ფრენკ სინატრა 2022-11-30
ანო
Tags ფრენკ სინატრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

როგორ გავიზარდოთ თმა უფრო სწრაფად

შემდეგი სტატია

რატომ სჭირდებათ ადამიანებს სოციალიზაცია

მსგავსი სტატიები

“ოსკარი – 2018”: ნომინანტების სრული სია

“ოსკარი – 2018”: ნომინანტების სრული სია

23 იან 2018
გარდაიცვალა მწერალი, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი გასტონ ბუაჩიძე

გარდაიცვალა მწერალი, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი გასტონ ბუაჩიძე

ნინო ჩხეიძე 14 ივლ 2022
ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ გადაცემებს ამზადებს

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ გადაცემებს ამზადებს

05 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge