NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

30 ნოე 2022 ბიზნესი 158 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

30 ნოემბერი, 2022 – გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე
კონფერენცია გამართა, რომელზეც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის წარმომადგენლები, მოწვეული იყვნენ
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.
გალტ &თაგარტის კვლევა 3.4 მილიარდი აშშ დოლარის სამშენებლო და სარემონტო
მასალების ბაზარს ფარავს და ფოკუსირებულია 4 ძირითად ქვესექტორზე (სამშენებლო
მასალები, სარემონტო მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი & განათება). კვლევა
მოიცავს 20,000 კომპანიის საქმიანობის და საგარეო ვაჭრობის 900 პროდუქტის ანალიზს,
ასევე 70-ზე მეტი საშუალო და დიდი ზომის კომპანიის აუდირებული ფინანსური
ანგარიშგების ანალიზს.
კვლევის მიხედვით, COVID-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდე პერიოდი სამშენებლო
და სარემონტო მასალების სექტორისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო, რასაც
განაპირობებდა ინფრასტრუქტურაზე სოლიდური სახელმწიფო ხარჯები, ტურისტული
ბუმი და მასთან დაკავშირებული სასტუმროების მშენებლობა, საცხოვრებელი და
არასაცხოვრებელი ობიექტების მშენებლობა და ასევე უძრავი ქონების საინვესტიციო
მიმზიდველობა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების
ინდუსტრია სწრაფად აღდგა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის
შემდეგ. მიმდინარე წლის ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და გაქირავების ბაზარზე
მოთხოვნის ბუმმა ასევე დადებითი როლი ითამაშა ამ სექტორზე.
გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება
დიდწილად აკმაყოფილებს მოთხოვნას, თუმცა სარემონტო მასალების, ტექნიკისა და
ავეჯის მიმართულებით იმპორტზე დამოკიდებულება მაღალია. „გალტ & თაგარტის“
პროგნოზით სექტორი საშუალოდ წლიურად 5-10%-ით გაიზრდება მომდევნო 5 წლის
განმავლობაში, რაც შეესაბამება წინა 5-წლიანი ზრდის პროფილს. ამასთან, სექტორის
ძირითადი რისკებია: 1) მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაციის
მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდი, 2) მიგრაციის ტენდენციების სწრაფი ცვლილება
და 3) გეოპოლიტიკური კონფლიქტები.
„ სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის კვლევა საქართველოში პირველად
ტარდება. ღონისძიების მთავარი მიზანია ამ სფეროს წარმომადგენლებს გავუზიაროთ
დარგის ანალიტიკოსების ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევებისა და პერსპექტივების
შესახებ. მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია, რომელსაც
სამშენებლო/სარემონტო მასალების სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შესაბამისად,
ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დარგის მონაწილეებთან შეხვედრები და ჩვენი
მოლოდინების გაზიარება სექტორის პერსპექტივებზე.“ – განაცხადა „გალტ & თაგარტის“
კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.

კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

კომენტარები

TOP გალტ & თაგარტი 2022-11-30
თამუნა
Tags TOP გალტ & თაგარტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: …როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია?

შემდეგი სტატია

ანა დოლიძე მოუწოდებს ოპოზიციას, შექმნან საგამოძიებო კომისია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის

მსგავსი სტატიები

თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიაში 270 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო

თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიაში 270 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო

თამუნა 07 დეკ 2022
სამაგიდო თამაში Godsland – მოიგებს ის, ვინც შეიმუშავებს საუკეთესო  სტრატეგიას

სამაგიდო თამაში Godsland – მოიგებს ის, ვინც შეიმუშავებს საუკეთესო სტრატეგიას

თამუნა 20 ოქტ 2021
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თამუნა 04 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge