NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»ქართული ორცხობილას მწარმოებელმა კომპანია „ჯორჯიან ბეიქერს“-მა თიბისის მხარდაჭერით საწარმოს თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა მოახდინა

ქართული ორცხობილას მწარმოებელმა კომპანია „ჯორჯიან ბეიქერს“-მა თიბისის მხარდაჭერით საწარმოს თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა მოახდინა

29 ნოე 2022 ბიზნესი 353 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საკონდიტრო ნაწარმისა და სნექების მწარმოებელ კომპანიას – „ჯორგიან
ბეიქერს“ Georgian Bakers – სასუსნავის მოყვარული მომხმარებელი 14
წელიწადია, იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დაარსება რთულ
დროს – 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა და დამფუძნებლებს,
შესაბამისად, ბევრი გაუთვალისწინებელი ბარიერის გადალახვა მოუწიათ,
2009 წლის აპრილში კომპანია „ჯორჯიან ბეიქერსი“ მაინც გაიხსნა და პირველი
პროდუქციაც მალევე გამოუშვა. მომხმარებლის პირველი ფიდბექის შემდეგ კი
უკვე ცხადი გახდა, რომ „ჯორჯიან ბეიქერსის“ ორცხობილები ქართულ
ბაზარზე თავის ადგილს მალე დაიმკვიდრებდა.
გამართული სტრატეგიისა და მოტივირებული დამფუძნებლების
ყოველღიური შრომის შედეგად, 4 სახის პროდუქტითა და რამდენიმე
დასაქმებულით დაწყებული ბიზნესი თანდათან გაფართოოვდა. დღეისათვის
„ჯორჯიან ბეიქერსი“ 20-ზე მეტ ნაწარმს და 50 თანამშრომელს ითვლის და
საქართველოს ბაზარზე საკონდიტრო მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ
კომპანიად ოპერირებს, რომელიც ყოველწლიურად სარეალიზაციოდ 1000
ტონამდე ორცხობილასა და სნექს უშვებს.
2022 წლამდე „ჯორჯიან ბეიქერი“ საკუთარი რესურსით 5000-მდე სავაჭრო
ობიექტს ამარაგებდა. 2022 წლის შემოდგომიდან დამფუძნებლებმა
სტრატეგია შეცვალეს და საქართველოში ერთერთ უმსხვილეს კვების
პროდუქტების დისტრიბუტორს, „დიპლომატ ჰოლდინგს“,
დაუპარტნიორდნენ, რომელმაც პროდუქციის ლოჯისტიკას და რეალიზაცია
საკუთარ თავზე აიღო. გამოთავისუფლებული რესურსი კი კომპანიამ
პროდუქციის დახვეწისა და გამრავალფეროვნებისკენ მიმართა.
სიახლეა ისიც, რომ თიბისი მხარდაჭერით „ჯორჯიან ბეიქერსის“ საწარმომ 2021
წლიდან ორთაჭალიდან ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
გადმოინაცვლა. ახალი საწარმო 2500 კვმ ფართობს იკავებს და თანამედროვე
დანადგარებითაა აღჭურვილი.
„თიბისი გვერდში დაგვიდგა რთულ პერიოდში, პანდემიის დროს, მაშინ, როცა
კომპანიას სჭირდებოდა სახსრები ახალი სიცოცხლის შესაძენად თავისი
საქმიანობისთვის, რაც გამოიხატებოდა საწარმოს გადატანაში ერთი
ადგილიდან მეორეში და ასევე მის განახლებაში. ამავე პერიოდში პრობლემები
გვქონდა საზღვარგარეთიდან ნედლეულის შემოტანის ნაწილშიც. ზუსტად ამ
დროს, პანდემიის პიკში, თიბისიმ დაინახა ჩვენი პოტენციალი, გვენდო და

დავიწყეთ პარტნიორობა, რომელიც დღემდე გრძელდება,“ – ამბობა „ჯორჯიან
ბეიქერსის“ დამფუძნებელი, მიხეილ ფარულავა.
„ჯორჯიან ბეიქერსის“ წარმატების მთავარი საფუძველი, როგორც
დამფუძნებლები ამბობენ, ხარისხიანი ნედლეული, მომხმარებლის ინტერესი
და უნიკალური ტექნოლოგიაა, რომელსაც კომპანიაში დაარსებიდან დღემდე
ავითარებენ.
„ჯორჯიან ბეიქერსმა“ გადაუხვია სტანდარტულ გზებს და შეიმუშავა
პროდუქციის წარმოების თავისი, უნიკალური ტექნოლოგია, რომლის შედეგიც
ჩვენი პროდუქციის ხარისხი, გამორჩეული სიფხვიერე და კარგად
დაბალანსებული გემოებია. 14 წელია, ჩვენი ნაწარმი – საბავშვო და სნექის
მიმართულება, სეზონური შოკოლადის გლაზურიანი ორცხობილა –
აქტუალობას და ერთგულ მომხმარებელს არ კარგავს, რაც ჩვენი გუნდის
შრომისა და პერმანენტყულად სიახლეების ძიების პროცესის შედეგია“ –
ამბობს მიხეილ ფარულავა.
სამომავლოდ „ჯორჯიან ბეიქერსი“ კიდევ უფრო გაფართოებას, პროდუქციის
რაოდენობის გაზრდას და მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

კომენტარები

TOP თიბისი 2022-11-29
თამუნა
Tags TOP თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის გენშტაბი – შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმა 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს და მოწინააღდეგის 2 თვითმფრინავი ჩამოაგდეს

შემდეგი სტატია

კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში …

მსგავსი სტატიები

თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თამუნა 24 სექ 2021

ეროვნული ბანკი მომხარებელს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ახსენებს

21 აგვ 2017
თიბისის აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაციისთვის სტრარტაპებს 5 დღე აქვთ

თიბისის აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაციისთვის სტრარტაპებს 5 დღე აქვთ

თამუნა 26 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge