NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ნანა გეგეჭკორი: პოსტი არც მიშაზეა და არც რომელიმე პარტიაა ახლოს ჩემს ღირებულებებთან. ეს ამბავი …

ნანა გეგეჭკორი: პოსტი არც მიშაზეა და არც რომელიმე პარტიაა ახლოს ჩემს ღირებულებებთან. ეს ამბავი …

29 ნოე 2022 საზოგადოება 410 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“საქართველოში დიდიხანია მივეჩვიეთ რომ ექიმები პოლიტიკოსები არიან, პოლიტიკოსები კი საექიმო დასკვნებს დებენ და მერე უსასრულოდ განიხილავენ ათასგვარ აბსურდს.
ერთ-ერთ ასეთ აბსურდზე…
ყოფილი პრეზიდენტი არ მინახავს, არ ვარ ჩახედული მის სამედიცინო ისტორიაში, თვალს ვადევნებ მხოლოდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებულ კომენტარებს, აბსურდულებსაც და შედარებით აზრიანებსაც. ეს პოსტი არაა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმ უგუნურობაზეა რითიც ყოველ დღე გკვებავენ ტელეეთერებიდან “მკითხავი პოლიტიკოსები” და ხშირად “მკითხავი ექიმებიც”.
ადამიანის ორგანიზმი უჭკვიანესი, დინამიური მექანიზმია, რომელსაც თავისივე თავში აქვს კონსტრუირებული ათასგვარი საკომპენსაციო რეაქციების ჯაჭვი, რაც რომელიმე ორგანოს ფუნქციის მოშლისას, დარღვეული ბალანსის აღდგენაში ეხმარება.
მაგალითად, შეიძლება ადამიანის გულის კუნთი იმდენად იყოს დაზიანებული, რომ ის ფუნქციას მესამედითაც ვერ ასრულებდეს, მაგრამ საკომპენსაციო მექანიზმები გარკვეული დროის განმავლობაში ახერხებდნენ კლინიკური წონასწორობის შენარჩუნებას და პაციენტმა შეიძლება არც კი იგრძნოს რომ მის ორგანიზმში უმძიმესი დაავადება დაიწყო. სულ ერთი კვირის წინ გავწერე, აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნიდან ნიუ იორკში ოჯახთან სტუმრად მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია 11% ჰქონდა. ვისაც ესმის ეს რას ნიშნავს მიხვდება რა სიმძიმის პაციენტზეა საუბარი. თუ ამ მდგომარეობას შექცევადი მიზეზი არ აქვს, და ის ვერ გაუმჯობესდა დღეს არსებული მაქსიმალური მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე, მალე პაციენტს მხოლოდ გულის გადანერგვაღა შეუნარჩუნებს სიცოცხლეს. მამაკაცმა არც კი იცოდა, რომ მას საერთოდ რაიმე დაავადება აქვს. პირველად ცხოვრებაში, ქუჩაში გონება დაკარგა და ასე აღმოჩნდა ჩვენთან. ის მძიმე ფიზიკური შრომით ირჩენს თავს თავის ქვეყნაში და ამ ბუნებრივი ვარჯიშის წყალობით საოცრად ათლეტური აგებულებისაა. გარეგნულად რომ შეხედოთ ოდნავადაც არ დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ მძიმე ავადმყოფია. დიახ, ის უმძიმესი ავადმყოფია. უმძიმესი, შექცევადი მიზეზის არმქონე, გულის უკმარისობით (გამოკვლევებით დადგინდა რომ მის კარდიომიოპათიას შექცევადი მიზეზი არ აქვს). სწორედ ამ დაავადების გამო განუვითარდა ვენტრიკულარული ტაქიკარდია და გონება დაკარგა. რომ არა, ნიუ იორკის არაჩვეულებრივად აწყობილი 911 და უსწრაფესად აღმოჩენილი საუკეთესო დახმარება იქვე დაასრულებდა სიცოცხლეს, ისე რომ ვერც კი გაიგებდა რა დაავადება ჰქონდა. ამ დროისთვის მას უკვე აქვს დიაგნოზი და ის უმძიმეს ავადმყოფად ითვლება გულის კუნთის დაკარგული ფუნქცის გამო, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ მისი რისკების კომპენსირება ისე, რომ შეუძლია ჯერ-ჯერობით ოჯახურ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება, მისდიოს ექიმების რეკომენდაციებს, იყოს უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ. ჯერ-ჯერობით მისივე ორგანიზმში ჩაშენებული საკომპენსაციო მექანიზმები ნაწილობრივ ეხმარება გარკვეული ბალანსის შენარჩუნებაში, რაღაც ნაწილი კი მედიკამენტებით და კანქვეშ ჩამონტაჟებული, ჭკვიანი, თანამედროვე მოწყობილობებით ჩავანაცვლეთ და ასე გააგრძელებს მისი ორგანიზმი ფუნქციონირებას. ივლის სტუმრად მეგობრებთან, დაესწრება დისშვილების უნივერსიტეტის დამთავრების ცერემონიას, ეყვარება, გაიცინებს, სევდა შეიპყრობს ისევე როგორც მანამდე. ქუჩაში რომ გადაეყაროთ ათლეტური გარეგნობით მიიპყრობს თქვენს ყურადღებას და ვერც იფიქრებთ რომ უმძიმესი ავადმყოფია.
რატომაა უმძიმესი ავადმყოფი თუ ჩვეულებრივ ფუნქციონირება შეუძლია? მას ჩვენ ჩავუნაცვლეთ საკომპენსაციო მექანიზმები რომელიც ორგანიზმის სტაბილურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. თავისი ძალებით უკვე ამას ვეღარ შეძლებს. მისი ხარისხის გულის უკმარისობის მქონეთა პროგნოზი კი გვეუბნება, რომ გარკვეული დრო ამ პლატოზე იტივტივებს მერე კი თანდათან დაიწყებს დამძიმებას და მეტი და მეტი ჩანაცვლებითი თერაპია დასჭირდება, რაღაც დროის შემდეგ კი ხელოვნური მარცხენა პარკუჭი ხიდად გულის გადანერგვამდე ან პირდაპირ ტრანსპლანტაცია მოუწევს.
მიხვდით იმედია, რის თქმას ვცდილობ. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს განსაზღვრავს არა ის თუ როგორ გამოიყურება გარეგნულად, არამედ რამდენად დიდია მედიკამენტების ან ჭკვიანი მოწყობილობების წილი ბუნებრივი საკომპენსაციო მექანიზმების ჩანაცვლებაში, არის თუ არა მთავარი პრობლემა შექცევადი ეტიოლოგიის, როგორია მისი ძირითადი დაავადების პროგნოზი და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მკურნალობას შეწყვეტს.
სწორედ ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, როცა ექიმი პაციენტის მდგომარეობას განსაზღვრავს და არა ის რამდენად სიმპათიური, დავარცხნილი და დაბანილია მისი პაციენტი იმ კონკრეტულ დღეს. გაგიკვირდებათ და არც ნორმალური ლაბორატორიული კვლევის შედეგები გამოდგება არგუმენტად როცა საუბრობთ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუ თქვენ ამ მონაცემებს ათასგვარი ჩანაცვლებითი თერაპიებით ინარჩუნებთ. მითუმეტეს არ შეიძლება თქვათ, რომ პაციენტი სტაბილურია თუ მას გაურკვეველი ეტიოლოგიის სიმპტომების კომპლექსი აქვს და თქვენ არ გაქვთ პასუხი რა მექანიზმითაა ისინი განპირობებული. თუ დიაგნოზი არ იცით ვერც პროგნოზი გეცოდინებათ, თუ დაავადებულის სიცოცხლის რისკების პროგნოზირება არ შეგიძლიათ ვერ იტყვით, რომ ასეთი პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომატეობაშია. ზუსტად არ ვიცი როგორ ვთარგმნო სამედიცინოდ გამართულად relatively stable, ეს ტერმინი მაინც გამოიყენეთ, რომ დაუშვათ დესტაბილიზაციის ალბათობა. თუ არ იცით რასთან გაქვთ საქმე ხომ ვერ გამორიცხავთ, რომ უცებ პაციენტი შეიძლება დრამატულად დაგიმძიმდეთ?
პოლიტიკოსებს კი ვერ მოგთხოვთ ამ ცოდნას, მაგრამ ემპათია ხომ უნდა გაგაჩნდეთ, რომ თანდათან დამდნარ პაციენტზე არ იყვიროთ, მგელი, მგელი იძახეთ და რატომ არ მოკვდა აქამდეო. ექიმები მეტი გყავთ პარტიებში ვიდრე პოლიტიკოსები და დაეკითხეთ მაინც რატომ არის აუცილებელი ხმაური, მანამ სანამ პაციენტის სიცოცხლის რისკები სრულად არ ამოიხსნება და დარწმუნებული არ იქნები, რომ უეცრად მდგომარეობა დრამატულად არ შეიცვლება.
რა დაგემართათ მართლა? ასე როგორ გაბოროტდით ყველა, რომ უბრალო ადამიანური თანაგრძნობის უნარი სრულად გამქრალი გაქვთ? ვის რად უნდა თქვენი წაკითხული წიგნების რაოდენობა და ეკრანიდან ნასროლი ჭკვიანი ფრაზები თუ ნებისმიერი (ნებისმიერი და არა მხოლოდ თქვენი პარტიის წევრი) მოქალაქის ბედის განცდა არ შეგიძლიათ? როგორ უნდა განდოთ მოქალაქეებმა თავიანთი შვილების ბედი, როცა ხედავენ როგორ ამცირებთ, დასცინით, აბულინგებთ ციხის საკანში თვალსა და ხელს შუა გალეულ ტუსაღს, რომელსაც თქვენი “ჭკვიანი პოლიტიკით” ნამართი ქვეყნის ჯანდაცვამ ისიც კი ვერ გაუგო, რატომ აქვს ცხელება თვეების განმავლობაში?
ადამიანებად მაინც დარჩით, პოლიტიკოსებად რომ ვერ შედეგით ეს ხომ ისედაც ყველასთვის ცხადია…
P.S. აქვე განვმარტავ მათთვის ვისაც წაკითხულის შინაარსის გაგება არ შეუძლია… პოსტი არც მიშაზეა და არც რომელიმე პარტიაა ახლოს ჩემს ღირებულებებთან. ეს ამბავი ბოროტ ადამიანებზე, პროფესიული პატიოსნების არმქონე ექიმებსა და უკიდურესობამდე ადამიანურობა-დაკარგულ, უცოდინარ პოლიტიკოსებზეა…” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი.

კომენტარები

TOP მიხეილ სააკაშვილი ნანა გეგეჭკორი 2022-11-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხეილ სააკაშვილი ნანა გეგეჭკორი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე

შემდეგი სტატია

ოლენა ზელენსკა: რუსეთი იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას, მაგრამ არ გამოუვა

მსგავსი სტატიები

„პირველი არხის“ ჟურნალისტი: ავღანეთში ხმები არ დათვლილა, იქნებ არ აჰყვეთ ცრუ ინფორმაციებს და ვისწავლოთ ჩვენი ღირსეული სამხედროების დაფასება

სოსო ელისაშვილი 25 ოქტ 2018
ხათუნა ლაგაზიძე: ნუ ემუქრებით და ნუ ეთამაშებით სამეგრელოს!!!

ხათუნა ლაგაზიძე: ნუ ემუქრებით და ნუ ეთამაშებით სამეგრელოს!!!

ნინო ჩხეიძე 22 ოქტ 2021
მოქალაქის ჭაში ჩავარდნის გამო მერიას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

მოქალაქის ჭაში ჩავარდნის გამო მერიას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

05 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge