NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იგეგმება

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იგეგმება

29 ნოე 2022 პოლიტიკა 220 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებთან ერთად, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებას აანონსებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მათი მოთხოვნაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

„დღეს, კიდევ ერთხელ რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვაჩვენა, თუ რა მდგომარეობაში ამყოფებენ მესამე პრეზიდენტს. ფაქტობრივად, დღეს დამალეს მიხეილ სააკაშვილი და არ აჩვენეს საზოგადოებას, თუ როგორ გამოიყურება ეს ადამიანი ვიზუალურად. საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ამას აქვს მარტივი მიზეზები და ახსნები. როგორც კი საზოგადოება დაინახავს პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობას, მაშინვე ცხადია, ყველას დარჩება ობიექტური შთაბეჭდილება, რომ დღეს ქვეყანას მართავს ფაშისტური რეჟიმი, ამიტომ არის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავთ გადამალული. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები, თითქოს თეთრი ხალათი არ გაუხდიათ ამ წლების განმავლობაში, აკეთებენ განცხადებებს და არიან სპეკულაციებით დაკავებული. სხვა რამეს ამბობს ცივიზილიზებული სამყარო, სხვა რამეს ამბობენ ექსპერტები და ექიმები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, არცერთი წუთი არ არის დასაკარგი და არცერთი დღე არის გადასადები იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის იბრძოლონ.

„სწორედ ამიტომ, მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან ერთად, ვაპირებ, შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 სთ-ზე „ქართული ოცნების“ ოფისთან, იქ, სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილებები, მოვთხოვოთ მთავარი რამ, არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ხვალიდან გავდივარ ასევე რეგიონებში არა მხოლოდ შაბათი დღისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

TOP ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილი 2022-11-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დმიტრი მედვედევი: როგორც ჩანს, აშშ-სა და ევროპას შორის ქორწინებას აქვს ყველა შანსი, დასრულდეს …

შემდეგი სტატია

კრემლმა ვატიკანს შუამავლობაზე უარი უთხრა

მსგავსი სტატიები

გაკოტრებული პოლიტიკოსის უბადრუკი მცდელობაა თავის თავი დააბრუნოს პოლიტიკურ ორბიტაზე

გაკოტრებული პოლიტიკოსის უბადრუკი მცდელობაა თავის თავი დააბრუნოს პოლიტიკურ ორბიტაზე

ირაკლი შალიკაშვილი 30 სექ 2019

„პრემიერმინისტრი, თავისი თვითკმაყოფილი ტონი აჩვენებს, რომ მთავრობა მოწყვეტილია რეალობას“

21 დეკ 2017
“ივანიშვილის მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი, პარალელურად ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად – ვემზადებით დიდი აქციისთვის დეკემბერში”

“ივანიშვილის მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი, პარალელურად ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად – ვემზადებით დიდი აქციისთვის დეკემბერში”

ირაკლი შალიკაშვილი 09 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge