NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ვახო სანაია: ზუსტად ვიცი ის, რომ ჩანაფიქრი იყო სხვა და გამოვიდა სულ სხვა. მიკერძოებული ვარ ? დიახ, რა თქმა უნდა

ვახო სანაია: ზუსტად ვიცი ის, რომ ჩანაფიქრი იყო სხვა და გამოვიდა სულ სხვა. მიკერძოებული ვარ ? დიახ, რა თქმა უნდა

29 ნოე 2022 საზოგადოება 265 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია კოლეგის, მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძის ირ­გვლივ ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მარიკა ბაკურაძე მისი ყოფილი მეუღლეა, წყვილს საერთო შვილებიც ჰყავს.

“მარიკა ბაკურაძე ჩემი მეგობარი და ბავშვების დედაა.

სულ რომ ქვეყანა ჩამოიქცეს, მე მას მხარში დავუდგები მთელი ცხოვრება.

ეს რაც შეეხება ჩემს პერსონალურ ნაწილს, რის გამოც (გარდა საქმიანი ნაწილისა) ამ საკითხს ამ ფორმით გამოვეხმაურე. ჩვენს სამსახურებზე მე და მარიკას სასიამოვნო საუბრები დიდი ხანია, არ გამოგვდის. რადიკალურად განსხვავებულ სივრცეებში ვართ. ამიტომ რაღაც ეტაპზე ამ თემებზე საუბრები საერთოდ შევწყვიტეთ.

მაგრამ დღეს ეს სიუჟეტი რომ ვნახე, ცხადია, შევწუხდი. ვისაუბრეთ. იცის ჩემი აზრი ამ სიუჟეტზე. მე კი ზუსტად ვიცი ის, რომ ჩანაფიქრი იყო სხვა და გამოვიდა სულ სხვა. შეთქმულებები არაა საჭირო. სიმართლე ესაა – იდეაც მისი იყო და პასუხისმგებლობაც მისია.

მარიკა არაა პოლიტიკის ჟურნალისტი, მთელი ცხოვრებაა კულტურის სფეროს აშუქებს. სოციალურ ქსელში ბულინგის თემასაც სულ უკირკიტებს და აწუხებს. სხვანაირად უყურებს ამ საკითხს – თუ სოციალურ ქსელში ილანძღებიან, პირადად ხომ ასე არ იქცევიან. რატომ ცვლის ქცევას სოციალური ქსელები? მოკლედ, ამ თავის განხილვებშია.

მე სხვანაირად ვუყურებ – ეს უდიდესი მონაპოვარია, რომ ადამიანებს საჯარო პირების ლანძღვის უფლება ჰქონდეთ. რადგან ზუსტად ესაა გამოხატვის თავისუფლება.

მარიკა თავისი მოსაზრებების მიხედვით აკეთებდა ამ სიუჟეტსაც. სამწუხაროდ, გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.

მიკერძოებული ვარ ? დიახ, რა თქმა უნდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღრმად მიკერძოებული ვარ. ტყუილს ხომ არ ვიტყვი. პირდაპირ და პატიოსნად ვამბობ – საქმე ჩემს უახლოეს მეგობარს ეხება და წარმოუდგენელია ჩემთვის, ამ ყველაფრის წინაშე უჩემოდ იდგეს.

რაც შეეხება მიუკერძოებლად ჩემს მოსაზრებას – პირადადაც იცის. ამიტომ აქაც ვიტყვი – სახიფათო მასალა გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაფიქრი სხვა ჰქონდა. მეტად აღარ განვავრცობ.

PS ახლა ერთი შემაშფოთებელი ტენდენციის შესახებტელეფონის ნომრები საიდან მოიპოვაო, ეგ სრული იდიოტობაა და ვისაც მაგ საქმეში სახელმწიფოს შემოყვანა კაი ამბავი გგონიათ, ბოდიში, მაგრამ ვერ აცნობიერებთ, რას ამბობთ.

ტელეფონის ნომრები მოიპოვა ფეისბუქის საშუალებით. გადადით ექაუნთიდან ექაუნთზე, აღმოაჩენთ საერთო ფრენდებს, დაეკონტაქტებით და მოიპოვებთ ნომრებს. ასე იქცევა ყველა ჟურნალისტი ყოველდღიურად. ასე მოიქცა მარიკაც. რამე ახალი არ გამოუგონებია. თუ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას ჩავრთავთ საქმეში, ხვალ მოგვდგებიან და დაიწყებენ გამოკვლევას, ჟურნალისტებმა რესპონდენტების ტელეფონის ნომრები საიდან მოვიპოვეთ. ვინ ჰკითხავს სახელმწიფოს, მე სად ვიპოვე და ვის გამოვართვი ნომერი – ამაზე ცალკე სტატუსს დავწერ.

კომენტარები

ვახო სანაია მარიკა ბაკურაძე 2022-11-29
ნინო ჩხეიძე
Tags ვახო სანაია მარიკა ბაკურაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კრემლმა ვატიკანს შუამავლობაზე უარი უთხრა

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანი გამოეხმაურა Balenciaga-ს სკანდალურ კამპანიას: მე გადავხედავ ბრენდთან ურთიერთობას…

მსგავსი სტატიები

მოწოდებით მოსამართლე ვარ, მტყუან-მართლის გარჩევა მაინტერესებს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა კონფლიქტების აღმოსაფხვრელად

მოწოდებით მოსამართლე ვარ, მტყუან-მართლის გარჩევა მაინტერესებს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა კონფლიქტების აღმოსაფხვრელად

ირაკლი შალიკაშვილი 25 მაი 2021
სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურ ადგილებში, შესაძლოა, მოწევა დასაშვები გახდეს

სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურ ადგილებში, შესაძლოა, მოწევა დასაშვები გახდეს

25 ივლ 2018
ალეკო შუღლაძე:  ჰა, რას იმალებით, თქვე ამპარტავნებო, თქვე კუდაბზიკებო, არ მოვაწყოთ ბომჟების პარადი?!

ალეკო შუღლაძე: ჰა, რას იმალებით, თქვე ამპარტავნებო, თქვე კუდაბზიკებო, არ მოვაწყოთ ბომჟების პარადი?!

ნინო ჩხეიძე 20 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge