რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი წერს, რომ შეერთებული შტატები აქტიურად ქმნის პირობებს წამყვანი ევროპული კომპანიების ეკონომიკაში სწრაფი ინტეგრაციისთვის, თანაც ისე, რომ ივიწყებს პარტნიორების ინტერესებს.
მისი თქმით, აშშ-სა და ევროპის „ქორწინება“ შესაძლოა, ბინძური სკანდალით და ქონების გაყოფით დასრულდეს, ამის მიზეზი კი „ეკონომიკური ღალატი“ და დემონსტრაციული უარია „საქორწინო მოვალეობის“ შესრულებაზე.
„როგორც ჩანს, აშშ-სა და ევროპას შორის ქორწინებას აქვს ყველა შანსი, დასრულდეს ბინძური სკანდალითა და ერთობლივად შეძენილი ქონების გაყოფით. მიზეზი აშკარა ეკონომიკური ღალატია და ზოგჯერ დემონსტრაციული უარიც კი შეასრულოს „ქორწინების მოვალეობა“…
ამერიკა ასევე ცდილობს, წაახალისოს თავისი მომხმარებლები, იყიდონ აშშ-ში წარმოებული პროდუქტები, ელექტრო მანქანებიდან დაწყებული სამომხმარებლო საქონლით. ბიზნესი ბიზნესია, მას ამოძრავებს არა პოლიტიკური სიგიჟე, რომელიც მჭიდროდ მოიცვა ევროკავშირი, არამედ საკუთარი სარგებელი. რუსეთისთვის გამოცხადებული სანქციების ომის გამო, ევროპული კომპანიები სულ უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ხედავენ, რომ ნორმალურად იმუშაონ საკუთარ ქვეყნებში. რუსული ბაზარი დაკეტილია. ჩინეთის ბაზარი მჭიდროდ არის გადაჭედილი მისი საქონლით…“, – წერს მედვედევი.
კომენტარები