NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიორგი ვაშაძე: ვაპირებ მიხეილ სააკაშვილს შევხვდე და ადამიანურად დაველაპარაკო, გავამხნეო – თუ ახლა გვიყურებს, ვეუბნები: მიშა, ხელის ჩაქნევა არ შეიძლება

გიორგი ვაშაძე: ვაპირებ მიხეილ სააკაშვილს შევხვდე და ადამიანურად დაველაპარაკო, გავამხნეო – თუ ახლა გვიყურებს, ვეუბნები: მიშა, ხელის ჩაქნევა არ შეიძლება

29 ნოე 2022 პოლიტიკა 233 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განმარტა, შესაბამისი თხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უარს ეუბნებიან.

„მე ვიყავი დღეს სასამართლო პროცესზე. სხვათა შორის, მინდა თქვენს ეთერში პირველად ვთქვა, რომ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილთან შევიდე. დღეს არ იყო შესაძლებლობა, რომ გვენახა. მინდა ჩემი თვალით ვნახო მისი მდგომარეობა. ალბათ, სწორი იქნება ეს გადაწყვეტილება. მივმართე, [პარლამენტს] მაგრამ ჯერჯერობით უარს მეუბნებიან. არ ვიცი, რა ხდება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, სურს, სააკაშვილი გაამხნეოს და უთხრას, რომ „ბრძოლის ჟინი დაიბრუნოს“.

„ვაპირებ უბრალოდ შევხვდე და ადამიანურად დაველაპარაკო, გავამხნეო, მათ შორის ფსიქოლოგიურად, ვფიქრობ, ამის უნარი შემწევს. ცოტა მოვაძლიეროთ ფსიქოლოგიურად, რადგან ასეთ სიტუაციაში ფსიქოლოგიური მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია და განვაწყოთ ბრძოლისთვის. ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. თუ ახლა ეთერში გვიყურებს, ვეუბნები, რომ მიშა, ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. ბრძოლისუნარიანობა და ბრძოლის ჟინი, რომელიც გქონდა, ის უნდა გამოიჩინო ისევ“, – მიმართა ვაშაძემ სააკაშვილს.

ამასთან, ვაშაძემ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიციაზე და განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მოღალატეები და ფარისევლები.

ვაშაძის თქმით, სააკაშვილის საკითხი „ცუდი შედეგით რომ დასრულდეს საპატიმრო დაწესებულებაში, „ქართული ოცნება“ იოტისოდენა განცდას ვერ იგრძნობს, პირიქით, ბედნიერი იქნება“.

„ეს ადამიანები არიან სამშობლოს მოღალატეები. კოლექტიური გოგა ხაინდრავები. კოლექტიური გოგა ხაინდრავებისგან არ უნდა ველოდოთ რაიმე სინდისის ქენჯნას, პირიქით. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში გარდაიცვლება, ისინი ბედნიერები იქნებიან. საღამოს ამ საკითხზე დიდ სუფრას გაშლიან. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ესენი ადამიანები არიან? – ისინი არიან ფარისევლები, მოღალატეები“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და “ციხიდან გამოსაყვანია”.

„მართლაც მძიმეა ამ ადამიანის მდგომარეობა და სწრაფად არის გამოსაყვანი ციხიდან. ამისთვის ორი ვარიანტი არსებობს: ერთი არის უშუალოდ „ქართული ოცნების“ ხელში: ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე, ამ ადამიანების, რომ სასამართლოს დართონ ნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს ფარგლებს გარეთ მის გადაყვანასთან დაკავშირებით ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. მეორე არის პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხელში რომ შეიწყალოს. გულწრფელად გითხრათ, ორივე ბერკეტი საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის ხელშია. როგორც ის გადაწყვეტს, ისე იქნება ამ შემთხვევაში, თუმცა, არსებობს სხვა გზა – ეს არის საქართველოში დიდი ერთიანობის ჩვენება“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

TOP გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილი 2022-11-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

შემდეგი სტატია

რომის პაპი: როდესაც ვსაუბრობ უკრაინაზე, ვსაუბრობ წამებულ ხალხზე, თუ არის წამებული ხალხი, მაშინ არის ის, ვინც აწამებს მას… ეს რუსეთის სახელმწიფოა

მსგავსი სტატიები

დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას

დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების წინაპირობას

სოსო ელისაშვილი 24 აპრ 2019
კობახიძე: საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის

კობახიძე: საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის

23 აპრ 2018
გიორგი გახარიას პოლიტიკურ სცენაზე შემოყვანა „ქართული ოცნების“ ელექტორალური ბაზის რღვევის შეჩერებას ემსახურება

გიორგი გახარიას პოლიტიკურ სცენაზე შემოყვანა „ქართული ოცნების“ ელექტორალური ბაზის რღვევის შეჩერებას ემსახურება

ირაკლი შალიკაშვილი 25 მარ 2021

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge