NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნება“ რამით განსხვავდება იმ ადამიანის ხელისუფლებისგან, ვისი სიცოცხლეც სასწორზე დადო? მე გამყოფ ზღვარს ვერ ვხედავ

ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნება“ რამით განსხვავდება იმ ადამიანის ხელისუფლებისგან, ვისი სიცოცხლეც სასწორზე დადო? მე გამყოფ ზღვარს ვერ ვხედავ

29 ნოე 2022 პოლიტიკა 409 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ქართული ოცნება“ რამით განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, იმ ადამიანის ხელისუფლებისგან, ვისი სიცოცხლეც სასწორზე დადო ? მე გამყოფ ზღვარს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის წევრმა“ ბექა ლილუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ აღნიშნა, ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც „წონის რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის“ – ადამიანის სიცოცხლე თუ პოლიტიკური იერსახის შენარჩუნება საკუთარ ამომრჩეველთან.

„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ჯანსაღი და მას აქვს სერიოზული პრობლემები. როდესაც იუსტიციის მინისტრი მიზეზად სამართლებრივ ასპექტებს ასახელებს, თითქოს მათ არ აქვთ შესაბამისი ინსტრუმენტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველყონ, ან მოახდინონ მისი გადაყვანა, ეს ნიუანსები უსაფუძვლოა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს შეუძლია შუამდგომლობა დააყენოს მოსამართლესთან და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოახდინოს მკურნალობის მიზნით სასჯელის დროებით შეჩერება, გადაყვანა საზღვარგარეთ და შემდეგ დაბრუნება. ეს არის ისეთი მიზეზები, რომელიც ემსახურება მეტი დროის მოგებას. ამ თემაზე სპეკულაციის სივრცე სპეციალურად არის დატოვებული, იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება გადავიდეს სხვა თემებზე. სხვა შემთხვევაში გაუგებარია სახელმწიფოს, რატომ უნდა აწყობდეს ასეთი სივრცის დატოვება, მაშინ როდესაც ყველა ინსტრუმენტი აქვს, იმისთვის, რომ მსგავსი სპეკულაციების სივრცე შეზღუდოს. მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლება რამე განსხვავებულს აკეთებდა? „ქართული ოცნება“ რამით განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, იმ ადამიანის ხელისუფლებისგან, ვისი სიცოცხლეც სასწორზე დადო ? მე გამყოფ ზღვარს ვერ ვხედავ. შედეგობრივად მთავარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს. მგონია, რომ ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც წონის რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის – ადამიანის სიცოცხლე თუ პოლიტიკური იერსახის შენარჩუნება საკუთარ ამომრჩეველთან“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები

TOP ბექა ლილუაშვილი ქართული ოცნება 2022-11-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბექა ლილუაშვილი ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძე განმარტავს, რატომაა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი “მშვიდობის ქალაქი”

შემდეგი სტატია

იან კელი: ბოლო დროს მკაფიოდ დავინახეთ საქართველოს მიერ დასავლეთისგან ჩამოშორება

მსგავსი სტატიები

1-ელი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ

1-ელი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ

21 ივნ 2018
“კელი დეგნანი „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული მესიჯებით გველაპარაკება – საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას”

“კელი დეგნანი „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული მესიჯებით გველაპარაკება – საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას”

ირაკლი შალიკაშვილი 26 აგვ 2022
“გირჩი” “ქართულ ოცნებას” საკუთარ გეგმას შესთავაზებს

“გირჩი” “ქართულ ოცნებას” საკუთარ გეგმას შესთავაზებს

ირაკლი შალიკაშვილი 05 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge