NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ალეკო ელისაშვილი: ღმერთმა არ ქნას სააკაშვილს რამე დაემართოს – ეს იქნება კატასტროფა, თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა

ალეკო ელისაშვილი: ღმერთმა არ ქნას სააკაშვილს რამე დაემართოს – ეს იქნება კატასტროფა, თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა

29 ნოე 2022 პოლიტიკა 216 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ სააკაშვილი ისევ იმ გზას დაადგება, დაიწყებს შემოტევებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და იმიტომ არ უშვებს საზღვარგარეთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, სახელმწიფომ არცერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ უნდა დაუშვას.

„ძალიან მარტივი ამბავია: უახლოეს ისტორიაში პრეზიდენტი ციხეში არ გვყოლია, ჯერჯერობით ეს პირველი ამბავია, ასეთი პატიმრის ჯანმრთელობაზე და ზოგადად ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საპატიმროში, პასუხისმგებელია თავიდან ბოლომდე სახელმწიფო. ღმერთმა არ ქნას, სააკაშვილს რამე დაემართოს, ღმერთო კარგად ამყოფე, ერთმნიშვნელოვნად ეს იქნება კატასტროფა. ეს იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და ეს იქნება თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი.

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არცერთი პატიმრის და მით უმეტეს სააკაშვილის, რომელიც პრეზიდენტი იყო. შესაბამისად, ყველაფერია გასაკეთებელი, უცხოელი ექიმი კი არა, ვინც უნდა ის ჩამოიყვანონ, ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს ნორმალური. ცოტას, რა თქმა უნდა, ადვოკატები აბუქებენ, მაგრამ საღ-სალამათი რომ იყოს, არაფერი რომ არ სჭირდეს, ვერც მოიგონებს ამას.

კლინიკის განცხადება ყველაზე საგანგაშო იყო, რაც კი აქამდე მოგვისმენია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და რაც შესაძლებელია ან შეუძლებელია, ყველაფერი უნდა ქნას „ქართულმა ოცნებამ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მიხეილ სააკაშვილი თავად მოინახულოს.

„მე პირადად არ მინახავს სააკაშვილი, მაგრამ იმდენი რაღაც მესმის, რომ არ გამოვრიცხავ, ჩემი თვალით ვნახო, რეალურად როგორ მდგომარეობაშია სააკაშვილი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

TOP ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილი 2022-11-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტში შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

შემდეგი სტატია

ედუარდ სააკაშვილი: თუ მამაჩემი კვლავ გადაწყვეტს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს იქნება სიგიჟე

მსგავსი სტატიები

ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის არჩევას პარლამენტი დღეს კიდევ ერთხელ ეცდება

ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის არჩევას პარლამენტი დღეს კიდევ ერთხელ ეცდება

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივლ 2021
მტკიცებულებები მოპოვებულია 2017-2018 წლებში, დღეს მათ ძალა აქვს დაკარგული

მტკიცებულებები მოპოვებულია 2017-2018 წლებში, დღეს მათ ძალა აქვს დაკარგული

ირაკლი შალიკაშვილი 06 ივნ 2019

კუკავა: ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს წელს უნდა მიეღო 40 ათასი სტუდენტი, მაგრამ დღეს აქ არის 40 ათასი ბაყაყი

სოსო ელისაშვილი 25 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge