NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სერგო ჩიხლაძე: სრული უკანონობის ზეიმია, სააკაშვილს წაართვეს უფლება, სასამართლოში მივიდეს და რამე ამტკიცოს – ივანიშვილის ერთი სიტყვაა საჭირო და ვერც ვიღაც რატი ბრეგაძე და ვერც დირექტორი ნადირაძე მის გადაყვანას წინ ვერ დაუდგება

სერგო ჩიხლაძე: სრული უკანონობის ზეიმია, სააკაშვილს წაართვეს უფლება, სასამართლოში მივიდეს და რამე ამტკიცოს – ივანიშვილის ერთი სიტყვაა საჭირო და ვერც ვიღაც რატი ბრეგაძე და ვერც დირექტორი ნადირაძე მის გადაყვანას წინ ვერ დაუდგება

28 ნოე 2022 პოლიტიკა 256 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ადამიანს წაართვეს უფლება, რომ დიაგნოზი დაუსვან, უმკურნალონ, სასამართლოში მივიდეს და რამე ამტკიცოს, აბსურდი კი არა, სრული უკანონობის ზეიმია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძის თქმით, თავად კლინიკის ექიმებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ აქ „სპეკულაციის თემები უნდა დაიხუროს“.

„უკვე თვითონ კლინიკის ექიმებმა გააკეთეს განაცხადი, რომ დიახ, ის არის ცუდად – იმდენად მძიმედ, რომ ნახევარკილომეტრიანი მანძილია სასამართლოდან კლინიკამდე და იქაც კი ვერ მოხერხდა მისი ტრანსპორტირება, ამიტომ აქ სპეკულაციის თემები უნდა დაიხუროს. ეს არის არაადამიანობა. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელსაც არანაირი ემპათია არ გააჩნია, არანაირი გულისხმიერება არ გააჩნია, ყველას მასხრად და სასაცილოდ იგდებს. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს როცა ეხება საქმე, თანაც პატიმრის, ყოფილი პრეზიდენტის. ასეთი დამოკიდებულება მეტყველებს, რომ მათთვის საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის პრიორიტეტი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძემ გადაცემაში ექიმებსაც მიმართა და მოუწოდა მათ, რომ იყვნენ უფრო ადამიანურები და საკითხს მიუდგნენ უფრო მაღალპროფესიულად.

„ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ – საბოლოო ჯამში, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მივუდგეთ უფრო ემპათიურად, უფრო ადამიანურად, უფრო მაღალპროფესიულად. ქალბატონი დირექტორის განცხადებაშიც კი ემპათია და თანაგრძნობა არ იგრძნობა და არაერთი ასეთი განცხადება გაკეთდა სამწუხაროდ, ქალბატონი ნადირაძის მიერ, რაც არ შეესაბამება თუ მას ექიმი ჰქვია და დირექტორს წარმოადგენს ამ კლინიკის“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვინც აფერხებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და სასჯელის გადავადების პროცესს, ბიძინა ივანიშვილია.

„ერთადერთი ადამიანია, ვისაც ამ სიტუაციის გადაწყვეტა შეუძლია საქართველოში, ეს არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამას აყოვნებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ერთი მისი სიტყვა, ერთი მისი თანხმობა და ვერც ვიღაც რატი ბრეგაძე, დირექტორი ნადირაძე, ვერც ციხის უფროსი ამას წინ ვერ დაუდგება, მითუმეტეს, რომ ყველანაირი კანონიერი საფუძველი არსებობს სასჯელის გადავადების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში საზღვარგარეთ გადაყვანის“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილი სერგო ჩიხლაძე 2022-11-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილი სერგო ჩიხლაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიული ალასანია: წევს და ადამიანს დაჯდომაც კი არ შეუძლია

შემდეგი სტატია

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

მსგავსი სტატიები

აფხაზეთმა საქართველოსთან დიალოგისათვის მზადყოფნა გამოაცხადა

აფხაზეთმა საქართველოსთან დიალოგისათვის მზადყოფნა გამოაცხადა

ნინო ჩხეიძე 23 მარ 2020

“მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს, გულისყურით მოეკიდონ წამყვანი კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას”

12 დეკ 2017

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები -“ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო

სოსო ელისაშვილი 18 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge