NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»პრემიერი: ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 8,5%-ისა, გვექნება 10% – ეს ნიშნავს, რომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი

პრემიერი: ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 8,5%-ისა, გვექნება 10% – ეს ნიშნავს, რომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი

28 ნოე 2022 ბიზნესი 151 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პარლამენტს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი 30 ნოემბერს წარედგინება.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მასში დაზუსტებული იქნება ეკონომიკური ზრდა, რომელიც ნაცვლად 8,5%-ისა, ითვალისწინებს 10%-იან ზრდას.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალური გასაცემლების ნაწილში ბიუჯეტს დაემატება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდა, რაც 2023 წლის პირველი ივლისიდან 50-ის ნაცვლად 200 ლარს შეადგენს და აღნიშნული ხარჯი, ჯამში 65 მილიონ ლარს შეადგენს.

„მინდა საუბარი დავიწყო ბიუჯეტის თემის განხილვით. ჩვენ პარასკევს გვქონდა ბოლო განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში და 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ, ნაცვლად 8,5%-ისა, გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. მინდა შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით, 80 მილიარდი ლარი იქნება ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, 7500 დოლარს მიაღწევს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში.

აქვე მინდა რამდენიმე საინტერესო ასპექტი გამოვყო. სოციალური მიმართულებით ჩვენ მომდევნო წელს სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. გვქონდა ყველა მიმართულებით ზრდა, ეს იქნებოდა პენსიები, შშმ პირთა დახმარება და სხვა და ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდას, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში გათვალისწინებული. მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი 2 წლის წინ, თუ არ ვცდები და გაისად 2023 წლის პირველი ივლისიდან ეს გახდება 200 ლარი. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ და ამაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი.

ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს – ეს არის დევნილებისთვის ბინების მშენებლობა. 7000 ბინაზეა პროექტი გათვლილი და წელსვე ჩვენ ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2022-11-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს გეგმა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები და ამ მიზნით 70 მილიონ ლარს გამოვყოფთ

შემდეგი სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს …

მსგავსი სტატიები

თიბისის IT აკადემია ახალგაზრდებს ხელს უწყობს ტექნოლოგიის დარგში ახალ პროფესიებს დაეუფლონ

თიბისის IT აკადემია ახალგაზრდებს ხელს უწყობს ტექნოლოგიის დარგში ახალ პროფესიებს დაეუფლონ

თამუნა 10 თებ 2022
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარზე კომპანია “Georgia`s Natural”-ის ბრენდი გამოჩნდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარზე კომპანია “Georgia`s Natural”-ის ბრენდი გამოჩნდა

თამუნა 03 აგვ 2020
„ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი“

„ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი“

08 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge