NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ირაკლი ღარიბაშვილი: საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე, რომ პსპ- ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი

ირაკლი ღარიბაშვილი: საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე, რომ პსპ- ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი

28 ნოე 2022 სამართალი 401 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე, რომ პსპ- ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი – დავალებაა ასეთი, რომ გამყიდველი ეუბნება მყიდველს: „რომელი წამალი გნებავთ, ხარისხიანი თუ უხარისხო თურქული?“ თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება,- ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ზურაბ აზარაშვილი მუშაობს აქტიურად მედიკამენტების ფასების შემცირების საკუთხზე. ეს რეფორმა დავიწყეთ იანვარში. ჩემი ინიციატივით გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ვთქვით, რომ ხარისხიანი, „ჯიემპის“ სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით. მაშინ ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი. მახსოვს ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი ღიად აკრიტიკებდა ამას. მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო საკმაოდ დიდი დარტყმა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 200 მილიონს ლარს დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა წელიწადში ამ რეფორმის შედეგად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ და მინდა პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია – პსპ, რომ თითქოს პსპ-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მაგალითად, როცა მომხმარებელი შედის და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და ვიცი, რომ დავალებაა ეს (ასეთი ინფორმაცია არსებობს, რასაც რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება). კერძოდ, გამყიდველი ეუბნება – რომელი გნებავთ, ხარისხიანი და ძვირიანი თუ უხარისხო თურქული? ამას რა ჰქვია თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა? ეს არის მტრობა, როგორ შეიძლება ასეთი უმსგავსობა, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანო. პენსიონერი და სხვა ბევრი გაჭირვებული ყიდულობს წამალს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინც შევა აფთიაქში. ამას სჭირდება რეაგირება, ამაზე მქონდა საუბარი ზურა აზარაშვილთან და მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მილიონი ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ, მათ შორის, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს და ეს მათთვის არ არის სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ მთავარი ვალდებულება ჩვენი, ყველას მინდა შევახსენო, მათ შორის ოპოზიციას, არის ხალხზე ზრუნვა. ამიტომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ახლა პარლამენტში გვაქვს შეტანილი ახალი კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით 40 პროცენტით გააიაფებს უკვე გაიაფებულ წამლებს. ჯამში, მოსახლეობა დიდ თანხებს დაზოგავს,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2022-11-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალექსანდრე დარახველიძე: პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დედათა მონასტერში მომხდარში ბრალდებულებმა კანონის წინაშე უმკაცრესად აგონ პასუხი

შემდეგი სტატია

მარიკა ბაკურაძე: ვწუხ­ვარ, რომ ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია დღე­ვან­დელ­მა ეთერ­მა (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე 1 პირი დააკავა

21 მაი 2018

სააკაშვილი: შესაძლოა სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მე მიმალავენ

21 სექ 2017

პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებული: „ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე, როდის წამიყენებთ ამაზე ბრალს?“

სოსო ელისაშვილი 17 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge