NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი თიბისი კონცეფტთან პარტნიორობით იმართება

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი თიბისი კონცეფტთან პარტნიორობით იმართება

28 ნოე 2022 ბიზნესი 375 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი კონცეპტის პარტნიორობით და კინოხელოვნების ცენტრ «პრომეთეს“
ორგანიზებით, წელს თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4-დან 11
დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი 4 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე
კინოთეატრ ამირანში, პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის ფილმით
«მისტერ ჯონსი» (2019 წ.) გაიხსნება. ფესტივალის საზეიმო დახურვა და
დაჯილდოება კი, 10 დეკემბერს შედგება. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება
რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი «როქსი» (2022 წ.). ფილმის დახურული
კინოჩვენება სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო
პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი – „ოქროს
პრომეთე“. ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილია 6
სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე, 8
სრულმეტრაჟიანი და 7 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
კინოფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბერს, თიბისი კონცეპტის
მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს ცნობილ რეჟისორ
აგნეშკა ჰოლადთან შეხვედრას.
ფესტივალის საკონკურსო ფილმებს კი, საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:
 საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
 საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
 საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
 საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა
შემადგენლობა შეაფასებს.
მხატვრული ფილმების ჟიური:
ჯული ბერტუჩელი (საფრანგეთი)
ენცო პორჩელი ( იტალია)
სადაფ ფოროღი (ირანი)
დოკუმენტური ფილმების ჟიური:
ალის აგნესკირხნერი (გერმანია)
ჰარუტუნ ხაჩატრიანი (სომხეთი)
ოლენა იერშოვა ( უკრაინა)
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და
მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში:

 ევროპული ფორუმი
 ოსკარის მაძიებლები
 ჰორიზონტები
 დამზადებულია გერმანიაში
 ქვეყანა ფოკუსში-რუმინეთი
 უკრაინა: თავისუფლების ფერები
 რეჟისორი ფოკუსში-აგნეშკა ჰოლანდი
 ინიციატივა DOCA
 აპოლო: კინოს მეხსიერება
 განსაკუთრებული სეანსები
 ქართული პანორომა
საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა
საქართველოში გასცემს პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში”. აღნიშნული ჯილდო
დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც
ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში ადამიანის
უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე ნომინირებულია 10 ფილმი,
რომელთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება
ევროკავშირის პრიზით.
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური
ფილმების პროექტების წარდგენას ინდუსტრიულ პლატფორმაზე. თითოეულ
კატეგორიაში წინასწარ შეირჩევა მაქსიმუმ 7 პროექტი. შერჩეული პროექტების
საჯარო წარდგენა (ფიჩინგი) ჩატარდება 8 და 9 დეკემბერს. პროექტებს შეაფასებს
საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება 10 დეკემბერს,
კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე.
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან:
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი , ქალაქ თბილისის მერია, გოეთეს
ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, რუმინეთის კულტურის
ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო, ესპანეთის
საელჩო, შვეიცარიის საელჩო, ავსტრიის საელჩო, რუმინეთის საელჩო, ბრაზილიის
საელჩო, ევროკავშირი.
თბილისის საერთაშორისო კინოსფეტივალის სპონსპორია- თიბისი კონცეპტი,
სასტუმრო "რუმსი" , მასტერქარდი, სასტუმრო «პულმანი», Terminal • ტერმინალი,
VISMINO და «ბორჯომი».
28 ნოემბრიდან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ
კინოფესტივალის აბონიმენტი და დაესწრონ ყველა იმ კინოჩვენებას რომელიც

კინოთეატრ ამირანის დიდ დარბაზში გაიმართება. აბონიმენტის შეძენა მოხდება
კონცეპტ ასისტენტის მეშვეობით.
1 დეკემბრიდან, ცალკეული ბილეთები გაიყიდება tkt.ge-ს ვებგვერდსა და
კინოთეატრ ამირანის სალაროებში.

კომენტარები

TOP თიბისი 2022-11-28
თამუნა
Tags TOP თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

შემდეგი სტატია

ლომჯარიამ სააკაშვილი მოინახულა: როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდა მის საკანში, ამის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება

თამუნა 21 ივნ 2021
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით 191 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით 191 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა

ნინო ჩხეიძე 30 მარ 2022
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ვენახი გაშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ვენახი გაშენდა

თამუნა 05 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge