NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»რატომ არის საზღვარგარეთ სწავლა მნიშვნელოვანი

რატომ არის საზღვარგარეთ სწავლა მნიშვნელოვანი

27 ნოე 2022 საზოგადოება 167 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მართალია, საზღვარგარეთ სწავლა დიდ სირთულეებთან ასოცირდება, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის განვითარებასა და რეალიზებაში გვეხმარება. სირთულე შეიძლება იყოს ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან განშორება, ფინანსური ხარჯები, სწავლის სირთულეები, კულტურული შოკი ან ნებისმიერი სხვა რამ. ეს საკუთარ შიშებთან და სისუსტებთან პირისპირ შეჯახების ტოლფასია, მაგრამ ამავდროულად ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა. როცა ადამიანი სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს ყოველდღიურ გამოწვევებს დამოუკიდებლად, იგი რეალიზებული, წარმატებული, ძლიერი და თავდაჯერებული ხდება.

საზღვარგარეთ გამგზავრება და სწავლა არის საშუალება გაეცნოთ უცხო ქვეყნის კულტურას, ადამიანებს, მათ შეხედულებებს, ცხოვრების სტილს. გაიღრმავოთ ხედვა და თვალსაწიერი. თუ თავგადასავლების მოყვარული და მაძიებელი ხართ, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა. ამ დროს ეცნობით უცხოურ არქიტექტურას, სამზარეულოს, თავისებურებებს, უნიკალურობას. ეს გაძლევთ საშუალებას, დაინახოთ სამყარო და რაც მთავარია, საკუთარი თავი ახლებურად.

თავად განათლება, რომელიც შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს მშობლიური საგანმანათლებლო სისტემიდან. იღებთ მეტ პასუხისმგებლობას და ხდებით უფრო შრომისუნარიანები. ეს ვალდებულება არა მხოლოდ თქვენი პირადი მიზნების, არამედ ქვეყნის მიმართაც გაქვთ, რადგან ამ დროს ხართ სამშობლოს წარმომადგენლები საერთაშორისო ასპარეზზე, გაქვთ საშუალება გააცნოთ თქვენი კულტურა სხვებს.

იცნობთ უამრავ საინტერესო ადამიანს. თითოეული ახალი ადამიანი კი ახალი გამოცდილებაა. შესაძლოა, ნებისმიერი მათგანი აღმოჩნდეს ის, ვინც სამომავლოდ დიდ პერსპექტივას დაგანახებთ. კარიერული განვითარების თვალსაზრისით ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, უცხოეთში ცხოვრება ხელს გიწყობთ ახალი ინტერესების გაჩენასა და იდეების გენერირებაში. შეიძლება, სრულიად განსხვავებული მისწრაფებები გაგიჩნდეთ და საკუთარი თავი აღმოაჩინოთ ისეთ სფეროში, რომელშიც აქამდე ვერ წარმოგედგინათ.

სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან კომუნიკაცია გეხმარებათ ლინგვისტური უნარების განვითარებასა და დახვეწაში. ყველა ახალი გამოცდილება და შესაძლებლობა საკუთარი თავის რწმენას გმატებთ და პიროვნული თვისებების გაძლიერებაში გიწყობთ ხელს.

წყარო/ფოტო: International Student

კომენტარები

საზღვარგარეთ სწავლა 2022-11-27
ანო
Tags საზღვარგარეთ სწავლა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფილმები კომედიური ჟანრის მოყვარულებისთვის

შემდეგი სტატია

ნიკა მელია: საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა – სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა

მსგავსი სტატიები

ხურვალეთში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ – სამხედროები სათვალთვალო კოშკს ამონტაჟებენ

ხურვალეთში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ – სამხედროები სათვალთვალო კოშკს ამონტაჟებენ

06 თებ 2019
ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, რაც მოსამართლეთა კანდიდატებისგან მოვისმინეთ – დაილია ამ ქვეყანაში მოსამართლეები, იურისტები?!

ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, რაც მოსამართლეთა კანდიდატებისგან მოვისმინეთ – დაილია ამ ქვეყანაში მოსამართლეები, იურისტები?!

ირაკლი შალიკაშვილი 30 ნოე 2021
ყველაზე გაწონასწორებული ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე გაწონასწორებული ზოდიაქოს ნიშნები

ანო 27 აგვ 2022

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge