NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მიტროპოლიტი ნიკოლოზი: ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია

27 ნოე 2022 საზოგადოება 156 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი დანაშაულის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, დეკანოზის განცხადება საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ იყო.

„შეიძლება მან გადაამლაშა და ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია. მე ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა, მან თავის პოსტზე დადო ეს თუ ეს იყო საპატრიარქოს განცხადება, მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება. ანდრია ჯაღმაიძეს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს მისცეს უფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვას. ყოველთვის, ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადება, როგორც ეკლესიის პოზიცია ისე აღიქმებოდა, ახლა შეიცვალა ვითარება. მე ვფიქრობ, რომ მაგის განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს საპატრიარქოს პოზიციაა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ცნობისთვის,  26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

იმავე დღეს 27 და 39 წლის კაცები 70 წლის მონაზვნის გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცხრამუხის მონასტერში მომხდარ შემზარავ ამბავს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა, აღნიშნულ ფაქტს ეროვნული ტრაგედია უწოდა და მომხდარში ნაწილობრივ მედია დაადანაშაულა.

კომენტარები

TOP მიტროპოლიტი ნიკოლოზი 2022-11-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიტროპოლიტი ნიკოლოზი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით კირკიტაძე: „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, სამუშაო ჯგუფს მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს და მხოლოდ სურვილების გამოხატვა სოლიდურად არ გამოიყურება

შემდეგი სტატია

გიორგი ბარამიძე: ზურაბ ჭიაბერაშვილს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ გავიგე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მითუმეტეს მის თავმჯდომარეობასთან რა კავშირი აქვს

მსგავსი სტატიები

სემეკ-ი დღეიდან სატარიფო განაცხადების განხილვას იწყებს

15 დეკ 2017
თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებს

თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებს

04 ივლ 2018
დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

26 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge