უკრაინაში “ქართული ლეგიონის” დამაარსებელმა და მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, გაიხსენა მამა და ის ეპიზოდი, რომელმაც მის ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა. ამის შესახებ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“მომენტი, რომელმაც კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაზე, ერთხელ, როცა რუსი ოფიცერი მამაჩემის საკნის წინ მცემდა, მამამ რუსს უთხრა სიტყვები, რომლებიც ყოველ დღე მახსოვს – “ღმერთმა ქნას გადარჩეს და გაიზარდოს”.
მამულაშვილი იქვე აქვეყნებს მამის ფოტოს, მინაწერით: გენერალი ზურაბ მამულაშვილი. 1992 წ, საკონცენტრაციო საკანი.
კომენტარები