ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მის ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბირთვული ძალა უნდა ჰქონდეს.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა ამ მიზნის შესრულებისთვის დიდი ხანია მუშაობს.
„ჩრდილოეთ კორეის საბოლოო მიზანია ფლობდეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ბირთვულ ძალას, სტრატეგიულ ძალას, რომელიც უპრეცედენტოა ამ საუკუნეში. ჩრდილოეთ კორეელმა მეცნიერებმა ბალისტიკურ რაკეტებზე ბირთვული ქობინების დამონტაჟების გენიალური ტექნოლოგია შეიმუშავეს და მოსალოდნელია, რომ ისინი ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობებს კიდევ უფრო სწრაფად გააფართოებენ და გააძლიერებენ“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
კომენტარები