საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დროული და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი იყო. ესპანეთი და პორტუგალია, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლას მხარს მკაფიოდ უჭერენ.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ორი ქვეყნის მხარდაჭერა საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.
მისი თქმით, მხარდაჭერა, რომელიც შეხვედრებზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ გამოითქვა, უზრუნველყოფს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ. „მხარდაჭერა მრავალჯერ მოვისმინეთ ორივე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთი, რომელიც მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გახდეს, ჩვენი უპირობო მხარდამჭერი იქნება ამ გზაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პორტუგალია, რომელმაც თავადაც გრძელი გზა გაიარა იმისთვის, რომ გაწევრიანებულიყო ევროპულ ოჯახში, იქნება ჩვენი მხარდამჭერი”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარები