NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ქართული ლიტერატურის აწმყო და მომავალი – ნანა აბულაძის სამწერლო მოგზაურობა

ქართული ლიტერატურის აწმყო და მომავალი – ნანა აბულაძის სამწერლო მოგზაურობა

26 ნოე 2022 საზოგადოება 387 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნანა, თქვენმა სადებიუტო რომანმა „აკუმი“ ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა. საქართველოს ორი მთავარი ლიტერატურული პრემიის „საბას“ და „თავისუფალი ლიტერას“ გამარჯვებული გახდით. როდესაც წიგნის წერას იწყებდით, ელოდით, რომ ეს ამბავი ასეთ მასშტაბურ შედეგებს მოგიტანდათ?

„აკუმზე“ მუშაობას როცა ვიწყებდი, გულის სიღრმეში მქონდა ის ფიქრი, რომ საკუთარი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანას შევძლებდი. ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის და ვიცოდი, რომ ეს შრომა აუცილებლად დაფასდებოდა.

თუმცა, ვფიქრობ, ინერციით მივიწევდი წინ, რადგან ეს უფრო სურვილი იყო, ვიდრე რწმენა და ცოტა სასოწარკვეთილიც ვიყავი.

ისე კი, მითქვამს, „აკუმი“ ყველა ჯილდოს აიღებს, რაც შეიძლება მას მისცენ-მეთქი, მაგრამ არც ძალიან თავდაჯერებული ვყოფილვარ ამ დროს. ხოლო იმას, რაც პრემიების მიღმა მოხდა, ვგულისხმობ, მკითხველის გაჩენას, მათ ინტერესს, ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა, რომ ეს წიგნი პირადად შეეხოთ, ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

პირველად როდის მიხვდით, რომ თქვენი აზრები წიგნად უნდა ფორმულირებულიყო? თავიდანვე გქონდათ ეს მიზანი თუ დროთა განმავლობაში გააცნობიერეთ, რომ წერა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო?

ეს ჩემს შემთხვევაში ცოტა უფრო რთულად მოხდა. დიდი დრო დამჭირდა, რათა მეღიარებინა საკუთარ თავთან, რომ წერა ჩემი ცხოვრების საქმე უნდა ყოფილიყო.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 15 წლის ვიყავი. არსებობდა ორგანიზაცია „ხელოვნების აკადემია“, მათ ჩაატარეს ლიტერატურული კონკურსი მოზარდებისთვის. პირობა იყო, რომ გამარჯვებული ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მიემგზავრებოდა. ჟიურის თავმჯდომარე იყო გურამ დოჩანაშვილი. ეს ფაქტი ძალიან მეამაყება ხოლმე და ხშირად აღვნიშნავ. მოხდა ისე, რომ გავიმარჯვე.

იქ იყვნენ მწერლები, კომპენეტენტური ადამიანები, რომლებმაც წაიკითხეს ჩემი მოთხრობები და მითხრეს, რომ ეს საქმე აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. მაშინ პირველად დავფიქრდი ამაზე, რადგან იქამდე არასდოეს არ შემიხედავს წერისთვის სერიოზულად. თან მუსიკაზე დავდიოდი და მინდოდა მუსიკოსი გავმხდარიყავი.

დიდხანს ცდილობდი, მქონოდა სხვა საქმე საქმეც და წერა არ ყოფილიყო ჩემი ცხოვრების ცენტრი, მაგრამ არ გამოვიდა, ეს იმპულსი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.

მწერლობა რას ნიშნავს თქვენთვის, რას ნიშნავს გქონდეს უნიკალური შესაძლებლობა საკუთარი ფიქრისგან დაბადო და შექმნა სრულიად ახალი სამყარო, სადაც დამოუკიდებლად იარსებებს სიცოცხლე?

ლიტერატურა ჩემთვს არის ხმათა მრავალფეროვნება. სხვადასხვა იდეოლოგიური პოზიციის, სხვადასახვა სიმართლის წარმოჩენის გზა. ეს შესაძლებლობაა, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს დაფიქრდეს რაღაცაზე, რაზეც მანამდე არ უფიქრია. მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, რასაც წიგნში ამოიკითხავს, არამედ მისი გავლით და სპექტრით.

ახალი სამყარო იქმნება. არ ვეთანხმები იმ საბჭოთა სკოლისდროინდელ მარქსისტულ მსჯელობას, რომ ლიტერატურამ აუცილებლად რეალობა უნდა ასახოს. ჩემთვის ლიტერატურა არ ასახავს იმდენად, რამდენადაც იგი ქმნის. ქმნის ალტერნატიულ რეალობას.

თუ ჩვენ ვისაუბრებთ მიმართებაზე სინამდვილესა და რეალობას შორის, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ეს ზემოქმედება ორმხრივი პროცესია. სოციოლოგი ტალკოტ პარსონსი ამბობდა, რომ ხელოვნება კიდეც ასახავს არსებულ ნორმათა წესრიგს, და კიდეც წარმოგვიდგენს ალტერნატივას, ზემოქმედებს ამ არსებულ ნორმებზე. ჩემთვისაც ეს არის მწერლობა, ალტერნატიული სამაყროს შექმნა.

თქვენი მეორე რომანი „ახალი აღქმა“, „აკუმის“ მსგავსად განსხვავებული სიტყვაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ამ ორ წიგნს შორის არსებული გზა როგორ გაიარეთ, რამდენად შეიცვალა ნანა ამ დროის მანძილზე, თუ გადასხვაფერდა თქვენი აღქმა, შეხედულებები, მიზნები ან მისწრაფებები?

როდესაც პირველი წიგნი არის ძალიან წარმატებული, არსებობს მეორე წიგნის შიში. ფიქრობ, ვაი, თუ ვერ აჯობო საკუთარ თავს და ვერ განიცადო პროგრესი. ამიტომ არსებობს ხოლმე დიდი ცდუნება ასეთ დროს, რომ მეორე დაემსგავსოს პირველს, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე.

„ახალი აღქმა“ უფრო ექსპერიმენტულია, ვიდრე „აკუმი“. მთლიანად ამოვარდნილია თანამედროვე ქართული ლიტერატურის კონტექსტიდან. პირველი უფრო საქართველოს და ჩვენს ქვეყანაში არსებულ საზოგადო პრობლემებს ეხება, ხოლო მეორე გლობალურს ეხმიანება.

მგონია, რომ ეს გლობალური ასპექტები თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ძალიან აკლია და უფრო მეტად ვიხარშებით ლოკალურ პრობლემებში. ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გვიჭირს მისი საზღვარგარეთ გატანა. არ მოვიაზრებთ ჩვენს თავს გლობალურ ლიტერატურულ კონტექსში.

მე მინდოდა ეს გამეკეთებინა და კულტურათაშორისი პერსპექტივიდან შემეხედა ქალების პრობლემებისთვის.

ამისთვის შევარჩიე ბიბლიური თემა. არ მგონია, რომ რამე სხვა იდეოლოგიური გადმოსახედიდან დავწერე ეს წიგნი. აქაც მინდოდა, რომ ყველა პერსონაჟს თავისი სიმართლე ჰქონოდა და მე, როგორც ავტგორს, არც ერთი მხარე არ დამეჭირა, არამედ ყველასთვის მიმეცა საშუალება, ეთქვათ თავიანთი სათქმელი.

როგორც ვიცი, სარეზიდენციო პროგრამით ამერიკაში გაემგზავრეთ, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდით. რომ მოგვიყვეთ ამ პროგრამის შესახებ, როგორ მიიღეთ მონაწილეობა, როგორ აგირჩიეს და რა საფეხურები გაიარეთ?

ეს პროგრამა აიოვის უნივერსიტეტის მიერაა ორგანიზებული და „საერთაშორისო სამწერლო პროგრამის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც უკვე 55 წელია არსებობს და ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან 30-35 მწერალს იწვევს აიოვაში. მოწვეული სტუმრები უნივერსიტეტის ახლოს, კამპუსის ტერიტორიაზე, ცხოვრობენ. თან სამუშაო სივრცე აქვთ და თან აქტივობებში იღებენ მონაწილეობას.

აიოვის უნივერსიტეტს ჰყავს თანამშრომლები და პარტნიორი ინსიტიუციები მთელი მსოფლიოს გარშემო. ძირითადად ასეთი ინსიტუცია არის ამერიკის საელჩო და მათ ევალებათ ჩაატარონ შიდა შესარჩევი კონკურსები.

ჩვენი საელჩო ამას აკეთებს ღია წესით. ითხოვენ მოკლე ფორმის შევსებას შესაბამისი კითხვებით, მაგალითად, თუ ყოფილხარ ამერიკაში, ან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ხომ არ ხარ. ასევე მოითხოვება ნიმუში შენი შემოქმედებიდან, დაახლოებით, 10-15 გვერდის ფარგლებში. ლიტერატურული CV და სამოტივაციო წერილიც, რომელიც წელს, რატომღაც აუცილებელი არ ყოფილა.

საელჩოს აქვს უფლება ჰყავდეს 3 ნომინანტი, რომელსაც თვითონ უკავშირდება და სთავაზობს მონაწილეობას. ამ შემთხვევაში მე მათ მიერ შერჩეულთა რიგებში აღმოვჩნდი.

შემდეგ საელჩო თავისი არჩეულიდან და შეტანილი განაცხადებებიდან ირჩევს კანდიდატს და წარადგენს პროგრამაზე. მაგრამ საბოლოო სიტყვა არის სწორედ პროგრამის ორგანიზატორების მხრიდან.

შეიძლება საელჩომ აგირჩიოს, მაგრამ პროგრამამ უარი თქვას, რის გამოც 4 წელია ქართველ კანდიდატს მონაწილეობა არ მიუღია.

ასეთია შერჩევის პროცესი. შემდეგ არის სავიზო და სხვა ბიუროკრატიული საკითხები, რომლებიც გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე უნდა მოგვარდეს, რადგან აგვისტოს ბოლოს უკვე იწყება სარეზიდენციო პროგრამა და შერჩეული კანდიდატი ამერიკაში უნდა გაემგზავროს.

იქ ყოფნის პერიოდზე გვიამბეთ, თუ შეიძლება. როგორი იყო ამერიკული ცხოვრება, რა აქტივობებში იყავით ჩართული და რა მოგცათ პიროვნული თუ კარიერული განვითარების თვალსაზრისით ამ ყველაფერმა?

არის წმინდა ლიტერატურული აქტივობები. ყველა მონაწილეს გვქონდა ტექსტის საჯარო კითხვის შესაძლებლობა. ბენჟამინ შამბო იყო ერთ-ერთი კურსდამთავრებული აიოვის უნივერსიტეტის და თავად კამპუსის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. შემდეგ კამპუსმა სახლი შეისყიდა და სწორედ იქ ეწყობა ეს ღონისძიებები. საჯარო კითხვა ასევე იმართებოდა წიგნების მაღაზიაშიც „Prairie Lights“.

შემდეგ იყო დისკუსია, რომელსაც მასპინძლობდა საჯარო ბიბლიოთეკა, მაგრამ ორ პანელს, გამონაკლისის სახით, უმასპინძლა თავად უნივერსიტეტის მთავარმა ბიბლიოთეკამ და მეც იქ მქონდა დისკუსია.

ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას გამომიგზავნეს თემების ჩამონათვალი. უნდა აგვერჩია ორი მათგანი და რომელზეც 3-4 მწერალი შეიკრიბებოდა, აირჩეოდა სადისკუსიო თემებად.

გვევალებოდა დაგვეწერა ესსეიც ამავე თემაზე და საჯაროდ წაგვეკითხა. დაბეჭდილ ნაშრომებს ვურიგებდით სხვა მონაწილეებს, რათა ენობრივი თვალსაზრისით პრობლემა არ შექმნილიყო. საჯარო კითხვა ინგლისურად იმართებოდა თუ ვინმეს კარგად არ ესმოდა ენა, შეეძლო ტექსტის მეშვეობით ედევნებინა თვალყური.

იყო ასევე კურსი ბალაკავრიატის სტუდენტებისთვის, სახელწოდებით „საერთაშორისო ლიტერატურა დღეს“ და მის ფარგლებში მწერლებს გვევალებოდა, რომ სტუდენტებისთვის მოგვეწყო შეხვედრები, ჩვენი შემოქმედების შესახებ.

თითოეულ ასეთ ლექციაზე 3-4 მწერალი წარადგენს თავის ნაშრომებს, ხოლო სტუდენტებს ევალებათ, რომ თითოეული მწერლისთვის მოამზადონ თითო კითხვა. საბოლოო დავალებაა ინტერვიუ მწერალთან.

მე პრეზენტაცია ჩავატარე და კითხვებსაც ვუპასუხე, მაგრამ საქმეების გამო ინტერვიუზე დასწრება ვეღარ მოვახერხე.

ჩემი ესსეის სათაური იყო „შენ ეს უნდა წაიკითხო“. ვისაუბრე ძველ ქართულ ლიტერატურაზე და ექვთიმე მთაწმინდელზე. ამ ტექსტებმა ჩემს შემოქმედებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და უზომოდ მიყვარს.

კვირაობით იმართებოდა კინო-ჩვენები. მწერლები წარადგენდნენ ფილმებს. მე ამაში მონაწილეობა არმიმიღია რადგან კინო დიდად არ მიყვარს, მაგრამ დავესწარი, სიამოვნებით.

ერთ-ერთი უმთავრესი, რაც ამ პროცესებს სდევდა თან, იყო საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა. რომ აღარაფერი ვთქვათ 29 მონაწილეზე მთელი მსოფლიოდან, მოგვეცა საშუალება შევხვედროდით მსოფლიოს დიდი გამომცემლობების წარმომადგენლებს და სხვადასხვა ორგანიზაციების წევრებს. მე გავიცანი აიოვის ქალთა კლუბის თავმჯდომარე, რომელმაც ორ მონაწილესთან ერთად კლუბში მიმიწვია და გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი როგორც ლიტერატურაზე, ისე გლობალურ საკითხებზე.

რამაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იყო ასევე, იაპონელი პოეტის იუკი ნაგაეს ინიციატივა. იუკი ასევე არის პერფორმერი და მულტიმედია არტისტი, აქვს თავისი YouTube არხიც.

მან მოიფიქრა ასეთი რამ, დაგვეტოვებინა ჩვენი ტექსტები აიოვაში. ნაწყვეტები ჩვენი შემოქმედებიდან ჩავწერეთ აუდიოფაილებად, თანაც იმ კონკრეტულ ადგილებში, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებდით. არსებობს აპლიკაცია, რომელსაც ჩამოტვირთავ და როცა იმ ადგილას გაივლი, QR კოდის მეშვეობით მოისმენ იქ ჩაწერილ ტექსტს.

ძალიან მიხარია, რომ მთელი კამპუსი მოვიცავით და ყველაგნ დავტოვეთ ჩვენი ხმა. „ახალი აღქმაც“ იქ დარჩა, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობაში მონაწილეობა იყო თავისუფალი. თავიდან შეგეძლო უარი გეთქვა, მაგრამ თუ დათანხმდებოდი აუცილებლად უნდა მიგეღო მონაილეობა, რადგან ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და გაწერილი.

გვქონდა გასვლებიც, ვესტუმრეთ ჩიკაგოს და ნიუ-იორკს. დავყავდით საყიდლებზე, გვქონდა ჯანმრთელობის დაზღვევა, სახარჯო ფულსაც გვაძლევდნენ. ყველა იმ საჭიროებით ვიყავით უზრუნველყოფილი, რაც შეიძლება ადაიანს საზღვარგარეთ ყოფნისას გაუჩნდეს.

ფინანსურად ამ ყველაფერს, უმეტესად, უზრუნველყოფს თავად საელჩო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურო. თუმცა ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა – მე კერძო დონორი მყავდა. ეს ადამიანი გავიცანი კიდეც. უზომოდ მადლობელი ვარ მისი და სულ ვიქნები.

ძალიან ნაყოფიერი ორი თვე გვქონდა, უდიდესი გამოცდილება და ცოდნა მივიღე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ.

იქ სრულიად განსხვავებულად უყურებენ ლიტერატურას და მის მენეჯმენტს. მაგალითად საქართველოში ყველასთვის ახალგაზრდა მწერალი ვარ, ამერიკაში ასეთი სიტყვათშეთანხმება საერთოდ არ მსმენია. ბევრად თავისუფალი მიდგომა და შესაძლებლობებია.

ნანა, ყველა ხელოვან ადაიანს ვუსვამ ამ კითხვას, რადგან ეს ისეთი ინდივიდუალური და უნიკალური ფენომენია, როგორც პიროვნების იდენტობა. საიდან იღებთ შთაგონებას? თქვენი შემოქმედება როგორი ნიადაგიდან საზრდოობს?

ჩემი ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღემდე, იყო უკიდურესად მოსაწყენი. ამიტომ შთაგონებას ყოველთვის ლიტერატურიდან ვიღებდი და ვიღებ. ტექსტის პრიზმიდან ვიყურები, სხვანაირად ვერ დავწერ.

იდეა, რომ ჩნდება, ყოველთვის ლიტერატურაში ვეძებ საწყისს, პირველწყაროს და მასთან ვქმნი ასოციაციებს.

არსებობს რომანი, რომლის სამყაროში ცხოვრებასაც ისურვებდით?

ბავშვობაში ძალიან მინდოდა ჰარი პოტერის სამყაროში მეცხოვრა, ისევე როგორც ყველა ბავშვს. პირველ კლასში ვიყავი, პირველი წიგნი რომ გამოვიდა, ფაქტობრივად, მეც მასთან ერთად გავიზარდე.

პერსონაჟი, რომელთანაც ყველაზე მეტი საერთო გაქვთ?

როგორც წესი, პერსონაჟებთან თავს არ ვაიგივებ. ერთადერთი, რომელთანაც ოდესღაც საერთო ვიპოვე, იყო მარტინ იდენი. მაშინ 15 წლის ვიყავი, ეიფორია, ხელოვნებას რომ მოაქვს, ჩემთვის სიახლე იყო და უფრო ამას ვუკავშირებ. დღეს, თავიდან თუ გადავიკითხავ ამ ნაწარმოებს, არ მგონია იგივე შთაბეჭდილება დამრჩეს.

თქვენი, როგორც მწერლის, ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი რაში მდგომარეობს?

ამ ორთვიანი მოგზაურობის შემდეგ მივხვდი, რომ მინდა რაღაც ღირებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. იქ დიდ, მულტიკულტურულ სივრცეში მოვხვდი, სადაც საქართველოსა და მის ისტორიაზე ძალიან ცოტა რამ იცოდნენ.

ოცნება მაქვს, თუ ოდესმე საერთაშორისოზე ასპარეზზე ცნობილი გავხდები, მინდა ჩემთან ერთად ჩემი ქვეყანაც გაიცნოს ხალხმა.

ამიტომ, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ვწერ არა უბრალოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ პრობლემებზე.

ამჟამად როგორ მიდის მუშაობის პროცესი, მშობლიურ ჟანრში დარჩენას აპირებთ თუ არ გამორიცხავთ, რომ განსხვავებული სტილიც აირჩიოთ, სამომავლოდ?

ვმუშაობ რომანზე, თუმცა მინდა მომავალში მოთხრობების კრებული გამოვცე, რომელიც „ახალი აღქმისაგან“ განსხვავებული იქნება.

ლიტერატურის და მწერლობის გარდა, სხვა პროფესიით თუ ხართ დაკავებული და ამ კუთხით რა გეგმები გაქვთ?

ამჟამად სხვა არაფრით ვარ დაკავებული. იყო დრო, როცა ტექნოლოგიების სფეროშიც ვცადე ბედი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და აღარ გავაგრძელე.

მომავალში ვაპირებ დოქტორანტურაზეც ჩავაბარო, მაგრამ იდეები დასალაგებელი და დასაზუსტებელი მაქვს. ვნახოთ, წინასწარ ჩემს გეგმებზე საუბარი არ მიყვარს. როცა კარგად გავერკვევი საკუთარ თავში, აუცილებლად გაცნობებთ. იქამდე მოკლევადიანი გეგმებით შემოვიფარგლები.

ავტორი: ანო ტვილდიანი

კომენტარები

TOP ნანა აბულაძე წარმატებული ადამიანები 2022-11-26
ანო
Tags TOP ნანა აბულაძე წარმატებული ადამიანები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბუდაპეშტის მერი: ორბანს სურდა უკრაინისგან მტრის შექმნა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს არ გამოვიდოდა

შემდეგი სტატია

Write My Essay Online – 5 Reasons to Use a Write My Essay Online Service

მსგავსი სტატიები

ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

ნინო ჩხეიძე 02 ივლ 2022

„37 წელი, ბერია და დახვრეტაც რომ დაბრუნდეს, ვერ გამაჩერებენ“

03 სექ 2018

საპატრიარქო: ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას არ ვეთანხმებით

11 იან 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge