უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ცდილობდა უკრაინა „გარე მტრად“ ექცია, მაგრამ გადაიფიქრა და სტრატეგია შეცვალა. ამის შესახებ უნგრელმა ოპოზიციონერმა, ბუდაპეშტის მერმა გერგელი კორაჩონმა განაცხადა.
მისი აზრით, ორბანს ყოველთვის სჭირდება მტერი, რომელსაც შეიძლება დააბრალოს „რაც არასწორად მიდის“.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევს აღიაროს, რომ ცუდად მართავს ქვეყანას“, – განაცხადა მერმა.
პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ორბანს შეუძლია ერთდროულად გააკეთოს განცხადებები, რომლებიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
„მან ზელენსკი შეადარა ჩვენს ერთ-ერთ წამებულ გმირს, იმრე ნადის, რომელიც 1956 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის ზეწოლის შედეგად დახვრიტეს. რადგან ორბანმა გააცნობიერა, რომ უკრაინა მტერი არ არის, შემდეგ სტრატეგია შეცვალა“, – აცხადებს ოპოზიციონერი.
კომენტარები