NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ასეთ მოსიყვარულე და უთბილეს დედაოს როგორ გაუსწორდნენ?! დედაოს მდგომარეობა მძიმეა”

“ასეთ მოსიყვარულე და უთბილეს დედაოს როგორ გაუსწორდნენ?! დედაოს მდგომარეობა მძიმეა”

26 ნოე 2022 საზოგადოება 209 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უმძიმესი დანაშაული ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში არსებულ დედათა მონასტერში მოხდა. მონასტერში ორი პირი შეიჭრა და ყაჩაღობა სცადა. როგორც ირკვევა, უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც დამნაშავეები მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ადგილობრივების თქმით, მოძალადეები 70 წლის დედოს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დედაო მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. მრევლი ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ, 6 საათზე მოხდა.

“შოკირებულები ვართ. მონასტერში ვიღაც მისულა და დედაო უცემია. ძალიან არის ნაცემი. დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებს, თავზარდაცემულები ვართ, როგორ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? ასეთ მოსიყვარულე და უთბილეს დედაოს როგორ გაუსწორდნენ?! აქ ის ყველას უყვარს. მეტი არაფერი ვიცით. მთელი დღეა ვტირი. როგორც ამბობენ, დედაოს მდგომარეობა მძიმეა. მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება,”- ამბობს ადგილობრივი.

მომხდარზე ინფორმაცია უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება უმძიმეს დანაშაულზე საუბრობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ 27 და 39 წლის მამაკაცები 70 წლის პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.

დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ ცხრამუხაში, თუმცა ის ამბობს, რომ მომხდარის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. ჯერჯერობით არც საპატრიარქოს გაუკეთებია მომხდარზე კომენტარი.

წყარო

კომენტარები

TOP დედათა მონასტერი 2022-11-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დედათა მონასტერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

index.hu: უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი უკრაინაში ზელენსკის შეხვდება

შემდეგი სტატია

ბელგიის პრემიერი ალექსანდრე დე კროო ზელენსკის: უკრაინა მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რისთვის ღირს ბრძოლა

მსგავსი სტატიები

“არ გვინდა ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები”

“არ გვინდა ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები”

ნინო ჩხეიძე 11 აგვ 2020
თბილისი-სტამბოლის რეისზე, თვითმფრინავში მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისი-სტამბოლის რეისზე, თვითმფრინავში მამაკაცი გარდაიცვალა

13 აპრ 2018
„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს“

„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს“

12 იან 2018

უახლესი ამბები

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge