NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»რა უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად

რა უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად

24 ნოე 2022 საზოგადოება 382 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

წარმატება ყველა ადამიანისთვის განსხვავებული ცნებაა. ზოგისთვის ეს ოჯახური მდგომარეობაა, ზოგიერთისთვის კარიერული წინსვლა, კარგი მეგობრები, ძლიერი სოციალური სტატუსი ან ნებისმიერი სხვა რამ. წარმატება, პირველ რიგში, იმ საქმის სწორად კეთების შესაძლებლობაა, რომელიც გვიყვარს. წარმატებულია ყველა ადამიანი, ვისაც აქვს შესაძლებლობა თავის ოცნებებს გაჰყვეს.

კონცენტრირება თქვენს საჭიროებაზე ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგად უნდა გესმოდეთ, რა გსურთ. რამდენად რთულიც არ უნდა იყოს მიზანი, თუ მასში გარკვეული ხართ, ხელს ვერაფერი შეგიშლით. ყოველთვის მოახდინეთ ვიზუალიზაცია თქვენი ოცნებების. წარმოიდგინეთ ყველა უმნიშვნელო დეტალიც კი, მაგრამ არა ისე, თითქოს ეს სამომავლო ქმედებაა, არამედ, როგორც უკვე მომხდარი მოვლენა. ჩამოწერეთ ნაბიჯები, შეადგინეთ გეგმა და ყოველ დღე გააკეთეთ რაღაც თქვენი მიზნის მისაღწევად.

ნუ იქნებით დაძაბული, როცა რაღაც არ გამოგდით. მიიღეთ სიამოვნება პროცესისგან. მთავარი არა შედეგი, არამედ ის გზაა, რომელსაც ამ შედეგის მისაღწევად გადიხართ. თუ მხოლოდ რაღაცის მიღებაზე იქნებით ორიენტირებულები, მთელ მოგზაურობას გამოტოვებთ და ცხოვრება უბრალოდ შეჯიბრში გაივლის.

პოზიტიური ფიქრების გამომუშავება და საკუთარ შიშებთან გამკლავება ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ. თუ თქვენი თავის მართვას ისწავლით, ხელს ვერაფერი შეგიშლით. ყველა სიტუაციაში დარჩით თქვენს შინაგან სამყაროსთან ახლოს და მოუსმინეთ მას. დააჯერეთ იგი, რომ ბოლოს მაინც იპოვით გამოსავალს და მომთმენი იყავით. რაც არ უნდა მოხდეს, არ დაკარგოთ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა, მნიშვნელობა არ აქვს, რას ფლობთ ან სად ხართ, ვისთან ერთად, მთავარი თქვენ და თქვენი პიროვნული მახასიათებლები ხართ.

ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. მართალია, პირველივე დაბრკოლებაზე მიზნის შეცვლა სწორი არ არის, მაგრამ თუ ხვდებით, რომ ისეთ საქმეს აკეთებთ, რაც არ მოგწონთ, ან სხვა სფეროში მეტად ხედავთ საკუთარ თავს, შეიცვალეთ მიმართულება. არასოდესაა გვიანი, დაიწყოთ თავიდან.

რაც მთავარია, არ დაივიწყოთ განტვირთვა, რომ თავიდან აირიდოთ, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური გართულებები. ცხოვრება მხოლოდ მუშაობა და სწავლა არ არის. საკუთარი თავისთვის ბედნიერების მინიჭება უნდა შეგეძლოთ.

წყარო/ფოტო: Indeed

კომენტარები

წარმატება 2022-11-24
ანო
Tags წარმატება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცნობილი ადამიანები რომლებსაც სკოლაში აბულინგებდნენ

შემდეგი სტატია

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე – 2018 წელს ქვეყანას შეემატა ათეულობით კილომეტრი თანამედროვე გზა, ხიდები, გვირაბები, საბაგიროები, აშენდა ბაღები და სკოლები

მამუკა ბახტაძე – 2018 წელს ქვეყანას შეემატა ათეულობით კილომეტრი თანამედროვე გზა, ხიდები, გვირაბები, საბაგიროები, აშენდა ბაღები და სკოლები

27 დეკ 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პროკურატურასთან პირველი ლედი მივიდა

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პროკურატურასთან პირველი ლედი მივიდა

31 მაი 2018
აუდიტი: სოციალური დახმარებები გაცემულია ქუთაისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებზე, რომლებსაც სოლიდური შემოსავალი აქვთ

აუდიტი: სოციალური დახმარებები გაცემულია ქუთაისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებზე, რომლებსაც სოლიდური შემოსავალი აქვთ

ნინო ჩხეიძე 13 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

  • დათო ოქიტაშვილი სოცქსელში ირაკლი კობახიძეს დაბადების დღეს ულოცავს

    დათო ოქიტაშვილი სოცქსელში ირაკლი კობახიძეს დაბადების დღეს ულოცავს

  • საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული ცნობილია

    საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული ცნობილია

  • ბუთა დოლიძე – ქართველი სომელიე ავსტრიაში (ვიდეო)

    ბუთა დოლიძე – ქართველი სომელიე ავსტრიაში (ვიდეო)

  • ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი ღარიბაშვილს: სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ვერ იღებს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა

    ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი ღარიბაშვილს: სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ვერ იღებს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge