ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის სხეულის 60% წყალს უკავია. რეკომენდებულია, დღე-ღამის განმავლობაში 8 ჭიქა წყალი მაინც მიიღოთ. ჰიდრატაცია ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი სასიცოცხლო ფუნქციებს არეგულირებს.
დეჰიდრატაციას შეიძლება ჰქონდეს შესამჩნევი ეფექტი, თუ ადამიანი მინიმუმ 2% წყალს დაკარგავს. ამიტომ ზაფხულობით, როდესაც ოფლიანობა მატულობს, უმჯობესია 2-3 ლიტრი წყალი მიიღოთ, თუმცა გამოშრობისგან არც ზამთარში ხართ დაცული, რადგან ამ დროს წყალს ორთქლის მეშვეობით კარგავთ, რომელიც სიცივეში გამოიყოფა. მხოლოდ ათლეტებისთვისაა უსაფრთხო 6-10% წყლის დაკარგვა, რომელსაც ისინი ვარჯიშის დროს ოფლის სახით გამოყოფენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ მინიმალური რაოდენობით გამოშრობისასაც კი, შესაძლოა, ტვინის ფუნქციონირებას ზიანი მიადგეს. ეს ასევე გავლენას ახდენს განწყობასა და კონცენტრირების უნარზე. თუმცა დეჰიდრატაციის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის თავის ტკივილი.
ასევე სისხლი 90% წყლისგან შედგება, სწორედ სისხლის მეშვეობით მიეწოდება ჟანგბადი სხეულის ორგანოებს. როდესაც საკმარისი რაოდენობით წყალს არ ვიღებთ, სისხლი სქელდება და იმატებს არტერიული წნევა.
წყალი უზრუნველყოფს კანის ჯანმრთელობასაც. იცავს მას გამოშრობისა და დაზიანებისგან. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში. გარდა უამრავი ფიზიკური სარგებელისა, თუ გსურთ წონაში დაკლება, იგი აუცილებლად დაგეხმარებათ. ოთახის ტემპერატურის წყალი უზრუნველყოფს ცხიმების დაშლას. საკვების მირთმევამდე 30 წუთით ადრე დალიეთ ერთი ან ორი ჭიქა წყალი და მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის მიღებას კვების პროცესში. ეს ასევე ხელს უწყობს საკვების გადამუშავებას და ნივთიერებათა ცვლას.
წყარო/ფოტო: Medical News Today
კომენტარები