NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»…ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს – მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე რუსეთის პატრიარქს

…ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს – მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე რუსეთის პატრიარქს

23 ნოე 2022 პოლიტიკა 263 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი და ამ კავშირში ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვის ფაქტი.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პატრიარქი კირილე ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქია, მეუფე ამბობს, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქი მაშინაც იყო, როდესაც საქართველოში ხდებოდა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება.

„საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება.

როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა? – ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს გაიარა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება იმას, რომ „პატრიარქი კირილე რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია”, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეს ტყუილია.

„ტყუილია. გაბუქებულია ეს ინფორმაცია. რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა და მან თქვა, არ ვარ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქიო. ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეს ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამიტომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, ტყუილია. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა იმაზეც, თუ რატომ იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში და განმარტა, რომ იქ დავით არსენიშვილის პანაშვიდზე ჩავიდა.

„დავით არსენიშვილმა დაარსა მთაწმინდის პანთეონი, ლიტერატურის მუზეუმი, თეატრის და კინოს მუზეუმი თბილისში და გადაარჩინა ანჩისხატის ტაძარი დანგრევას. შემდეგ რუსეთში დაარსა ანდრეი რუბლოვის მუზეუმი”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

„თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ასევე, გისურვებთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს მრევლს! ქრისტესმიერი სიყვარულით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, – წერია მილოცვის წერილში.

კომენტარები

TOP მეუფე ნიკოლოზი 2022-11-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მეუფე ნიკოლოზი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაატა მანჯგალაძე: წმინდა გიორგისა და დრაკონის დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ დრაკონის მხარეს დგას

შემდეგი სტატია

ზელენსკი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე: მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას

მსგავსი სტატიები

ამ ეტაპზე ასეთ დღის წესრიგს ვერ ვხედავ – გედევან ფოფხაძე კობახიძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ბესელიას პოზიციას ეხმაურება

ამ ეტაპზე ასეთ დღის წესრიგს ვერ ვხედავ – გედევან ფოფხაძე კობახიძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ბესელიას პოზიციას ეხმაურება

27 თებ 2019
ადამიანებმა ციხის შიში დიდი ხანია დაკარგეს, არა მელიას გამო, არამედ იმიტომ, რომ იქ აღარ აწამებენ, მათ ღირსებას ფეხით არ უვლიან, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო

ადამიანებმა ციხის შიში დიდი ხანია დაკარგეს, არა მელიას გამო, არამედ იმიტომ, რომ იქ აღარ აწამებენ, მათ ღირსებას ფეხით არ უვლიან, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო

ირაკლი შალიკაშვილი 19 მაი 2021
სახალხო დამცველის კანდიდატურები მომავალ კვირას დასახელდება

სახალხო დამცველის კანდიდატურები მომავალ კვირას დასახელდება

09 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge