NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»თოვლი, ბუნების ხმა და სიჩუმე – ლუკა კუხიანიძის შემოქმედებითი სამყარო

თოვლი, ბუნების ხმა და სიჩუმე – ლუკა კუხიანიძის შემოქმედებითი სამყარო

21 ნოე 2022 საზოგადოება 417 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელოვანი ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის ხდება რაღაც, რაც მასში შემოქმედებით უნარს აღვიძებს. თქვენს შემთხვევაში რა იყო ის იმპულსი, რამაც საკმაოდ ადრეულ ასაკში განაპირობა, თქვენი სამწერლო ასპარეზზე გამოჩენა?

არ მახსოვს. მახსოვს, რომ მოწყენილი ვიყავი და ვფიქრობდი. ყველა ადამიანი მოწყენილი იყო. 9 წლის ვიყავი და მეგონა, სახლში ახალი წიგნი გვჭირდებოდა.

მწერლობა საკუთარი თავის უკეთ დანახვის საშუალებაა თუ მისგან გაქცევის?

თუ საკუთარ თავს გაურბიხარ, გაქცეული ვერაფერს დაწერ. გაქცეული ადამიანი იმას გაურბის, რაზეც უნდა ილაპარაკოს. დანახვაც არ არის ის სიტყვა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და გავიგებთ. ეს უფრო ძალის მოკრებაა, იმ ყველაფერ იმანენტურის წინაშე, რაც შენში ხდება, შენ გვერდით ხდება, სხვა ადამიანში ხდება. ამიტომ ჩნდება ხოლმე ხშირად კითხვა, მწერლობა ნიჭია, თუ სწავლება. ან შემგუებელი ადამიანი იბადები, ან მებრძოლი. თუკი იბრძვი, ლაპარკობ, მოძრაობ, თუკი არა, ჩუმად ხარ.

როგორია შემოქმედი ადამიანის გზა?

მე მაინც მგონია, რომ შემოქმედების დიდი ნაწილი გზის გაკვალვაა და არა უკვე არსებულ გზაზე სიარული. ალბათ, ამიტომაც დაიბადა ეს სიტყვა, რაღაც ისეთის შექმნის პროცესის აღსაწერად, რაც მანამდე არ ყოფილა.

როგორ ფიქრობთ, ქართველი მწერლები, დღევანდელ საქართველოში, თავისუფალ ლიტერატურას ქმნიან?

დღეს თავისუფლების არსი კიდევ უფრო მეტად უკავია ეკონომიკურ თავისუფლებას. დიდი მნიშნველობა არ აქვს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული დანაშაულით ციხეში სასჯელს იხდი, თუ ქალაქის ცენტრში უფულოდ ცხოვრობ.

მე, რა თქმა უნდა, ვიაზრებ პატიმრების უდიდეს ტკვილს, და ეს საკითხი, ცხადია, არც განიხილება. იმედი მაქვს, პირდაპირი მნიშნველობით გაგებას არ შეეცდება ამის წამკითხველი.

დოსტოევსკი კარგი მაგალითი იქნება ამ დროს, ერთგან წერს: „ყველაზე კარგი გზა, პატიმარი არ გაიქცეს არის ის, რომ მან არ იცოდეს, თუკი ის ციხეშია“. მე ვიცნობ, მე მეგობარი მათი, დილით მშენებლობაზე რომ მუშაობენ, საღამოს კი ლექსებს არედაქტირებენ. ისინი საზოგადოებისგან გარიყულნი არიან, მათი უმრავლესობა ასოციალურია.

ჯერ კიდევ პოეტური გვგონია, რომ ხელოვანი ადამიანი სიღარიბეში კვდება. ზოგი მათგანის პოეზია დაუფასებელი, გასაგებად ნაცადიც არაა. ისინი არ გამოიყურებან პოეტებივით. და ვინც გამოიყურება, ის კიდევ უფრო უარეს ყოფაშია. შემთხვევითი არ იყო დოსტოევკის ხსენება, დღეს მისი წიგნები ათეულებში ხვდება, ცხოვრების უდიდესი ნაწილი კი ლუდომანიას შესწირა. მისი „დანაშაული და სასჯელი“ რომ გავიხსენოთ, კარგად მივხვდებით რა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ თავისუფლებას პიროვნების საქმიანობის თავისუფლებისთვის. იქნებ ამიტომაც იყო, რომ ამერიკაში ემიგრირებულ ნაბოკოვს ეს ნაწარმოები არ მოსწონდა.

ამ ყველაფრის გამო, ბუნებრივია, ლიტერატურა უფრო მეტად და მეტად კომერციული ხდება. საჰონორარო მიმართულებით საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაციაა. არსად, არც ერთ ქვეყანში არ მსმენია მარჟის იმხელა ოდენობა, რამხელაც საქართველოშია. ხმაური არ ისმის.

მე გამიჭირდება, უკადრისი ვარ, სხვა ავტორების საქმიანობის თავისუფლების ხარისხი შევაფასო, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ ყველაზე მარტივი მნიშვნელობით, სოციალური თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველო ძალიან სუსტად არის დღეს.

არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, რომ ან დოსტოევსკი, ან რომელიმე ავტორი უსახსრობის გამო უცილობლად კომერციულ ლიტერატურას ქმნიდნენ, ან არათავისუფალს. არამედ ეს ყველაფერი ხდებოდა და ხდება სისხლის ფასად, საკუთარი ტყავის დანაწევრების ფასად. და ვინც ამას ვერ უძლებს, ვინც ამაში ჭკუას ვერ ხედავს, აზრს და მიზანს, ის შედის კომერციალიზმში.

მეორე მხარეს მხოლოდ კომერციულ მიზნებზე დაყრდნობილი საგამომცემლო სახლები დგანან და იცინიან. ზოგი სიხარულით და ზოგი იმის გამო, რომ არ შეუძლიათ გამოსცენ იმ ავტორის წიგნები, რომელიც არ გაიყიდება, გამომცმელობებიც უსახსროდ არიან. აი, ეს მნიშნველობა აქვს ლიტერატურის თავისუფლებას დღეს ჩემს სამშობლოში.

რატომ ვერ იყენებს საქართველო განვითარებისთვის საჭირო პოტენციალს და რესურს, რა უშლის მას ხელს?

რუსეთი, სუსტი ხელისუფლება, ხალხი, ერთ წერტილში თავმოყრილი ძალაუფლება და მონოპოლია. ეს მდგომარეობა მაინც მჯეროდა, რომ ჩვენი საზოგადეობისთვის განვითარების მომტანი უნდა ყოფილიყო. ამის დრო იყო, მაგრამ ძალიან დიდხანს გაგრძელდა და მე მგონია, რამდენი ხანიც რაღაცაში შედიხარ, იმდენივე დრო გინდა გამოსასვლელად. ჩვენი პოტენციალი სხვა ქვეყნებს ხმარდება.

არსებობს წიგნი, რომელმაც თქვენი აზრი, შეხედულება, სამყაროს აღქმის უნარი შეცვალა?

ჩვენ ისეთ რაღაცებს ვეთახნმებით, რასაც ისედაც ვეთანხმებოდით, უბრალოდ გაგონილი არ გვქონდა. ამიტომ არ მგონია, რომ მე შევცვლილიყავი რაიმეს მიმართ. ალბათ, უფრო მეტად გაღრმავდა ის პოზიცია, რომელიც ისედაც მქონდა, ის აზრი, რომელსაც ვეძებდი.

ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ იდენტობას თუ ეს განსაზღვრული ფენომენია?

ეს ერთი მეორეს კი არ გამორიცხავს, არამედ ორივე ერთმანეთის თანდმევი პროცესია. თუკი ადამიანი საკუთარ იდენტობას ქმნის, ის განსაზღვრულია და განსაზღვრულია მის მიერ. ხოლო თუ ის განსაზღვრულია ვიღაცის, ან რაღაცის მიერ, ადამიანიც ამას მიჰყვება და თუ არ მიჰყვება, ესე იგი თავად განსაზღვრავს. ასე რომ, ეს შეიძლება ორივე იყოს, ზოგჯერ ერთ ადამიანში სხვადასხვა დროს.

ცხოვრების მთავარი ღირებულება?

მთავარი ღირებულება ვერ ექნება ღირსეულ ადამიანს. ვერც ერთი ღირებულება ექნება მეორეზე მეტი. მე მკაცრად ვფიქრობ, რომ თუკი მან ერთი მათგანი დათმო, ყველა სხვა დანარჩენიც წართმეული აქვს.

არსებობს პერსონაჟი, რომლადაც ყოფნას ისურვებდით?

პერსონაჟი არ მახსენდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც ვისურვებდი, რომ ვყოფილიყავი.

ფილმი, რომლის სამყაროშიც ცხოვრება გენდომებოდათ?

ძალიან ცოტა ფილმი მაქვს ნანახი. არ ვიცი, რატომ. რაღაცნაირად, გულს ვერ ვუდებ. ახლა ძალიან გადაღლილი ვარ, ძალიან განმარტოვებული და ფილმი „კუნძული“ გამახსენდა, თოვლი, სიცივე, ბუნების ხმა და სიჩუმე მომენატრა.

ადამიანს რამდენი სიცოცხლე აქვს?

ერთი.

ჭეშმარიტად როდის ვიბადებით?

როდესაც ჩვენ გვტკივა, და არავინ გვახსენდება.

არსებობს მარადისობა?

იქ, სადაც ჩვენ დავიგვიანეთ. იქ, სადაც ჩვენ არ მივედით.

ავტორი: ანო ტვილდიანი

კომენტარები

TOP ლუკა კუხიანიძე წარმატებული ადამიანები 2022-11-21
ანო
Tags TOP ლუკა კუხიანიძე წარმატებული ადამიანები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სალომე ზურაბიშვილი: არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს

შემდეგი სტატია

მედია: რატომ არ მიიღო საქართველომ მონაწილეობა ირანის შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში?

მსგავსი სტატიები

მედია: საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ რეკორდულ რიცხვს მიაღწია

მედია: საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ რეკორდულ რიცხვს მიაღწია

ნინო ჩხეიძე 23 აგვ 2022
ალექსანდრ ზინჩენკო პუტინს – იმედი მაქვს, ყველაზე მტანჯველი სიკვდილით ჩაძაღლდები!

ალექსანდრ ზინჩენკო პუტინს – იმედი მაქვს, ყველაზე მტანჯველი სიკვდილით ჩაძაღლდები!

ნინო ჩხეიძე 24 თებ 2022
მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

ნინო ჩხეიძე 14 თებ 2021

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge