ფილმების ყურება ძალიან ამაღელვებელი პროცესია, განსაკუთრებით კინომანებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ჟანრი მოგწონთ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ისტორიულ ფილმებს განსაკუთრებული ელფერი და ხასიათი გააჩნია. როცა იცი, რომ რაღაც დიდი ისტორიული მოვლენა ეკრანზე უნდა გაცოცხლდეს, უფრო მეტი მოლოდინი და ინტრიგა ერთვება ამ ყველაფერში.
როგორ ხედვას, ესთეტიკას გამოიყენებს რეჟისორი, შეცვლის თუ არა მნიშვნელოვან დეტალებს, რა კუთხით წარმოაჩენს რეალობას. გარდა ამ ყველაფრისა, კოსტიუმები, გრიმი, განათება, ისტორიული ადგილები ქმნის ატმოსფეროს, რომელიც ფილმს დაუვიწყარ მოგონებად აქცევს, არ აქვს მნიშვნელობა რას ანიჭებთ უპირატესობას, ინგლისურ მონარქიას, მსოფლიო ომებს, ანტიკურ ეპოქას, თანამედროვე ყოფას. იგი შეიძლება ერთდროულად მოიცავდეს დრამის, კომედიის, რომანტიკის, ჰორორის ელემენტებს.
რასაც არ უნდა ეძებდეთ, ფილმს, რომელსაც ოჯახთან ერთად უყურებთ, განმარტოებით თუ უბრალოდ საყვარელი ნამუშევრების გადამეორება და ძველი მოგონებების გაცოცხლება გსურთ, გთავაზობთ ყველა დროის საუკეთესო ისტორიული ჟანრის ფილმებს. შედევრებს, რომელთან ერთადაც არ მოიწყენთ.
- Dunkirk (2017)
- Harriet (2019)
- Gladiator (2000)
- Apollo 13 (1995)
- The Sound of Music (1965)
- The Revenant (2015)
- Schindler’s List (1993)
- Marie Antoinette (2006)
- 12 Years a Slave (2013)
- Lincoln (2012)
- The Book Thief (2013)
- The Young Victoria (2009)
- Hacksaw Ridge (2016)
- Anna Karenina (2012)
- Elizabeth: The Golden Age (2007)
- Spotlight (2015)
- Behind Enemy Lines (2001)
- Lee Daniels’ The Butler (2013)
წყარო/ფოტო: Good House Keeping
კომენტარები