NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»რატომ უნდა მივირთვათ თევზი

რატომ უნდა მივირთვათ თევზი

20 ნოე 2022 ჯანმრთელობა 2216 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თევზი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვები პროდუქტია მთელ პლანეტაზე. იგი მდიდარია პროტეინებით და ისეთი აუცილებელი ნივთიერებით, როგორიცაა D ვიტამინი. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი მთავარ როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში, ძვლების, თმის, კანის, ფრჩხილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში. მისი ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

თევზი ასევე შეიცავს ომეგა 3-ს, რომელიც გონების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი საკვები დანამატია. ერთ-ერთი ამერიკული კვლევის თანახმად, 40 000 ადამიანში, რომლებიც კვირაში მინიმუმ ერთხელ მიირთმევდნენ თევზეულს, გულის დაავადებების რისკი 15%-ით მცირე იყო.

მეცნიერების აზრით, ცხიმიანი თევზი უფრო სასარგებლოა, რადგან ომეგა 3-ის მაღალი შემცველობა აქვს. ეს ნივთიერება ასევე უზრუნველყოფს ზრდასა და განვითარებას ბავშვებში. მნიშვნელოვანია თვალების ჯანმრთელობისთვის და გონებისთვის. ამცირებს ალცამიერის განვითარების რისკს.

დადასტურებული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ თევზი დეპრესიასთან ბრძოლაშიც კი გვეხმარება. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მენტალური პრობლემაა, რომელიც უხასიათობით, მოწყენილობით, ენერგიის ნაკლებობით და ინტერესების დაკარგვით გამოიხატება.

საკმარისი რაოდენობით თევზის მირთმევა გვიცავს ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა დაავადებების გავრცელებისგან. მაგალითად, ამცირებს მხედველობის დაქვეითების რისკს. ასევე შესაძლოა, დაგეხმაროთ ძილის გაუმჯობესებაში.

გარდა უამრავი სასარგებლო თვისებისა, არის ძალიან გემრიელი და არც ისე რთულად მოსამზადებელი. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც შემწვარ, ისე მოხარშულ მდგომარეობაში. მოამზადოთ სალათები ან სენდვიჩები. გააკეთეთ ეს კვირაში ორჯერ მაინც და თქვენს ჯანმრთელობაზე მკვეთრად დადებითად აისახება.

წყარო/ფოტო: Health Line

კომენტარები

თევზი ჯანსაღი კვება 2022-11-20
ანო
Tags თევზი ჯანსაღი კვება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კვენტინ ტარანტინო კარიერის დასასრულებლად ემზადება

შემდეგი სტატია

ფილმები ისტორიული ჟანრის მოყვარულებისთვის

მსგავსი სტატიები

სოსო ნანობაშვილი: მთელი ჩემი შეგნებით გადავწყვიტე, რომ აცრა აუცილებელია (ვიდეო)

სოსო ნანობაშვილი: მთელი ჩემი შეგნებით გადავწყვიტე, რომ აცრა აუცილებელია (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 14 თებ 2021
აუცილებელი ჩვევები ჯანსაღი ცხოვრებისთვის

აუცილებელი ჩვევები ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ანო 26 ივნ 2022
ჩხაიძე: არავინ იცის, როგორი გართულება ექნება „ომიკრონს“ გადატანის შემდეგ. ამისთვის რაღაც დრო უნდა გავიდეს

ჩხაიძე: არავინ იცის, როგორი გართულება ექნება „ომიკრონს“ გადატანის შემდეგ. ამისთვის რაღაც დრო უნდა გავიდეს

ნინო ჩხეიძე 25 იან 2022

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge